ხადური: ფულის გათეთრება - თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა

© facebook.com/mofgeorgiaფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა სამინისტრო ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პროცესის კოორდინაციას ახორციელებს და ვფიქრობ, რომ საქართველო გახდება ადგილი, სადაც ფულის გათეთრების პრობლემა არ იარსებებს, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი. 6 ივნისი — Sputnik. ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება, ამ საკითხებისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ  განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით. ღონისძიება გახსნეს ნოდარ ხადურმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ. 

დისკუსია გაიმართა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ძალისხმევაზე  და ასევე ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და მექანიზმების შესახებ, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

 „ამ მიმართულებით, საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობთ. შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ხელმძღვანელობს“,-აღნიშნა ხადურმა.

პაპკა დოკუმენტებით - Sputnik საქართველო
„პანამის დოკუმენტებში“ 85 ქართველი ფიგურირებს

კონფერენცია თემაზე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა “ 2015 წლის სექტემბერში საქართველოში გაიმართა. გახსნაზე ხადურმა განაცხადა, რომ საქართველო გახდება ადგილი, სადაც ფულის გათეთრების პრობლემა არ იარსებებს.

პროექტი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად ევროსაბჭოსა და ევროგაერტიანების(PCF)  პროგრამული თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და ხუთიდან ერთ-ერთ პროექტს წარმოადგენს, რომლებიც ეხებიან კორუფციის ფულის გათეთრებისა და რეგიონში ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში ფულის გათეთრებისა და  ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემაში არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოების, უნარჩვევებისა და საქმიანობის გაძლიერება. 

პროექტი 2017 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0