რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა

© photo: Sputnik / Кирилл Каллиников / გადასვლა მედიაბანკშიხუთქიმიანი ვარსკვლავი
ხუთქიმიანი ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის ბოლომდე, შესაძლოა, რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. რუსულმა მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სამი მოქალაქე გაათავისუფლა, იუწყება რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებშიპრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.

მისი ინფორმაციით, 2014 წელს რუსეთმა სამი ქართველი მსჯავრდებული გაათავისუფლა. 

„რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მხარემ დამატებით ჩვენი 3 მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც უკვე დაუბრუნდნენ ოჯახებს. ამაში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისმა უწყებებმა. შეიძლება ივნისის თვეში კიდევ ერთი ჩვენი მოქალქე, რომელიც რიგით მეშვიდე იქნება, გათავისუფლდება. იმედი გვაქვს, რომ ეს თემა ახლო მომავალში საერთოდ დაიხურება“, — განაცხადა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე.

აბაშიძის სიტყვებით, რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იხსის სასჯელს,თუმცა მათი რიცხვი გაცილებით ნაკლებია.

„იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ეს თემა საბოლოოდ დაიხურება“, — განაცხადა მან.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ქართველები ოჯახებს დაუბრუნდებიან

აბაშიძემ ადრე განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში  წლის ბოლომდე დაბრუნდებოდნენ. მასთან, როგორც  დიპლომატმა განმარტა, ქართველების სამშობლოში დაბრუნების პროცესი სამართლებრივ-ტექნიკური საკითხების გამო გაჭიანურდა.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ  გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მასზე ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურილ-ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობის საკითხი.

ყველა ახალი ამბავი
0