აბაშიძე: რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ქართველები ოჯახებს დაუბრუნდებიან

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება სამართლებრივ-ტექნიკური საკითხების გამო გაჭიანურდა.

თბილისი, 30 მაისი  – Sputnik. რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში წლის ბოლომდე დაბრუნდებიან, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

აბაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ დაკავებულების გათავისუფლება პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრამდე მოხდება. აღნიშნული მოლაპარაკება სავარაუდოდ, ივნისის თვის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში გაიმართება, განაცხადა დიპლომატმა.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენი რამდენიმე მოქალაქე საკუტარ ოჯახს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება… ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ოეს ადამიანები დროულად ჩამოვიყვანოთ. მე მოლაპარაკებებს კვლავ გავაგრძელებ და ვიმედოვნებ, რომ წლის ბოლოდე ეს თემა დაიხურება“, — აღნიშნა აბაშიძემ.

ამასთან, როგორც  დიპლომატმა განმარტა, ქართველების სამშობლოში დაბრუნების პროცესი სამართლებრივ-ტექნიკური საკითხების გამო გაჭიანურდა.

საპატიმრო - Sputnik საქართველო
რუსეთი შპიონაჟში ბრალდებულ ქართველებს გაათავისუფლებს

„იყო რაღაც აუცილებელი პროცედურები გასავლელი და მადლობა ღმერთს, გავედით ფინიშზე“, — ხაზი გაუსვა აბაშიძემ.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ  გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მასზე ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურილ-ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობის საკითხი.

ყველა ახალი ამბავი
0