რუსეთი შპიონაჟში ბრალდებულ ქართველებს გაათავისუფლებს

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშისაპატიმრო
საპატიმრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისმა და მოსკოვმა შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგან იმისთვის, რათა თავიდან აირიდონ სხვადასხვა სახის გართულებები და პრობლემები, აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. რუსეთი უახლოეს მომავალში გაათავისუფლებს საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, რომლებიც რუსეთის საპატიმროებში იხდიან სასჯელს შპიონაჟის ბრალდებით, ამის თაობაზე მხარეები პრაღაში შეხვედრისას შეთანხმდნენ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში 16 მარტს გაიმართა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც „საქართველოსა და რუსეთს შორის პრობლემების გადაჭრის უმთავრეს ფორმატს“. ამასთან, მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების საკითხები.

ხედი გორგასალის ძეგლზე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთთან დიალოგზე უარის თქმა მტკივნეულად აისახება საქართველოზე

მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე, რაც 2015 წლის დეკემბრიდან მოქმედებს და რაც რუსეთში წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს საქმიანი, სამუშაო, სასწავლო, ჰუმანიტარული და კერძო ვიზების გაფორმების საშუალებას აძლევს მიმწვევ პირთან ნათესაობის დონის მიუხედავად.

„აღინიშნა, რომ უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა სახის პრობლემები და სირთულეები“, — ნათქვამია განცხადებაში.

პრაღაში მომდევნო შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0