საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში იმყოფება

© FB/Георгий Маргвелашвилиსაქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ევროპის სახალხო პარტიის და სოციალ-დემოკრატების ალიანსის ლიდერებთან. გიორგი მარგველაშვილი ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრებს და ევროპარლამენტარების შეკითხვებს უპასუხებს.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი ორშაბათს სამუშაო ვიზიტს იწყებს სტრასბურგში. გიორგი მარგველაშვილი შეხვდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს, ევროპის სახალხო პარტიის და სოციალ–დემოკრატების ალიანსის ლიდერებს, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2" პრეზიდენტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: საქართველოში თავისუფალი საზოგადოება უნდა შეიქმნას

პრეზიდენტი ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზეც გამოვა სიტყვით, სადაც გიორგი მარგველაშვილი ვიზალიბერალიზაციის შესახებ ისაუბრებს. პრეზიდენტი საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებზე გაამახვილებს ყურადღებას და ევროპარლამენტარების შეკითხვებს უპასუხებს.

მარგველაშვილი სტრასბურგიდან ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც 8-9 ივნისს დაგეგმილია შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან.

 

ყველა ახალი ამბავი
0