თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. უკვე მესამე დღეა მაშველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ვერ ახერხებენ ახალსოფლის მთებში იმ ადგილას ასვლას, სადაც მწყემსმა ცხედარი ნახა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, სამუშაოებს მთაში რთული კლიმატური პირობები აფერხებს.
მისივე თქმით, სოფლიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მწყემსმა ცხედართან ერთად, იარაღი და ზურგჩანთაც ნახა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ნივთები, შესაძლოა, გასული წლის დეკემბრის ბოლოს ლაგოდეხის მთებიდან გაუჩინარებულ ახალგაზრდებს ეკუთვნოდეს.
სამი მამაკაცი მთაში სანადიროდ ახალი წლის წინა დღეებში წავიდა, თუმცა მათ კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.