საქართველოში დაკარგულ მონადირეებს დაღესტანში ეძებენ

© photo: Sputnik / Д. Чернов / გადასვლა მედიაბანკშიიალბუზზე
იალბუზზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესაძლებელია 28 დეკემბერს დაკარგული სამი ლაგოდეხელი მონადირე ზვავის ქვეშ იყოს მოყოლილი - თვლის დაღესტანის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელი.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. დეკემბრის ბოლოს საქართველოში დაკარგულ სამ მონადირეს დაღესტნის ტერიტორიაზე ეძებენ,  აცნობეს  რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ დაღესტნის სამართალდამცავ სტრუქტურებში. 

მანამდე მედია იტყობინებოდა, რომ 28 დეკემბერს ლაგოდეხში დაკარგული სამი მონადირე თითქოს დაღესტნელმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ისინი დაღესტნის ტერიტორიაზე იმყოფებიან. 7 იანვარს რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კარლო ჯამბურიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოს სამი მოქალაქე იმის გამო დააკავეს, რომ დაღესტნის საზღვარი გადაკვეთეს. 

„მონადირეთა დაკავების შესახებ ინფორმაცია არ არის. შესაძლებელია რომ ისინი ზვავის ქვეშ მოყოლილიყვნენ. მიმდინარეობს მათი ძებნა“, — უთხრა სააგენტოს დაღესტნის სამართალდამცავი ირგანოს წარმომადგენელმა. 

ლაგოდეხის რაიონი სამხრეთიდან ესაზღვრება დაღესტანს. 


ყველა ახალი ამბავი
0