თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი მომავალ კვირას სამუშაო ვიზიტით ბრიუსელსა და სტრასბურგს ეწვევა, სადაც ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ გამართულ ბრიფინგზე.
ვიზიტი 6-9 ივნისაა დაგეგმილი.
ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროსაბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკთან და ნატოს გენერალურ მდივან იანს სტოლტენბერგთან შეხვედრები ბრიუსელში გაიმართება.
მარგველაშვილი ასევე სიტყვით გამოვა ევროპული პარლამენტის უცხოეთთან ურთიერთობის კომიტეტის სხდომაზე.
საქართველოს ხელისუფლება ზაფხულის პერიოდში ვიზალიბერალიზაციას ელოდა, თუმცა ევროკავშირმა საკითხის განხილვა შეაჩერა. ევროპელი დიპლომატები საკითხს მომავალ კვირაში დაუბრუნდებიან.