თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სამართალდამცავებმა თბილისში 1992 წელს დაბადებული თორნიკე მ. დააკავეს, რომელსაც ყაჩაღობის მომზადება ედება ბრალად.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ უბანში ყაჩაღურ თავდასხმას აპირებდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გადაჭრილი თოფი — ე.წ. აბრეზი, ხელთათმანი, საოჯახო დანა და სანადირო თოფის 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, — იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით).