ყალბი აქციზური მარკების დამზადების ფაქტზე სამი პიროვნება დააკავეს

გამოწერა
უკრაინაში დამზადებული ყალბი აქციზური მარკები საქართველოში თურქეთიდან შემოჰქონდათ.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. უკრაინის მიქალაქე ვიტალი კოსტუჩენკო და საქართველოს ორი მოქალაქე — ელხან მუსტაფაევი და აკიფ ხალილოვი დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე დააკავეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით, უკრაინაში დაამზადეს 500 000 ერთეული თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი ყალბი ქართული აქციზური მარკა და თურქეთიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოიტანეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ბრალდებულები დაკავებული იქნენ ყალბი აქციზური მარკების 185 ათას ლარად რეალიზაციის დროს. ყალბი მარკების მთლიანი რეალიზების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგებოდა 550 000 ლარის ოდენობის ზიანი, აღნიშნავენ უწყებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2001-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ბ“ და 4-ე ნაწილის „ა“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 


ყველა ახალი ამბავი
0