თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მაკა გაგლოშვილი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის მონაცემებით, დაკავებული სისტემატურად ასაღებდა ყალბ 20-ლარიან კუპიურებს.
სამართალდამცველებმა გაგლოშვილის პირადი ჩხრეკისას 76 ერთეული ყალბი 20-ლარიანი კუპიურა ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს („ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება“), რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.