თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე მოქალაქე გოდერძი ბუთხუძე დააკავა, აცხადებს უწყების პრესსამსახური.
„ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეზე გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები, რის სანაცვლოდაც გასამრჯელოს სახით მიიღო გასაღებული თანხის ოდენობის 25 პროცენტი“, — ნათქვამია განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ყალბი კუპიურები დამზადებულია მაღალტექნოლოგიურად და მისი ნამდვილისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია. საგამოძიებო სამსახურისთვის უცნობია, სულ რა რაოდენობით ყალბი ფულია რეალიზებული ქვეყნის მასშტაბით.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.