საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა U-21 შვედეთთან წააგო

© GFFსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მატჩის გადამწყვეტი გოლი ქართველთა კარში საფინალო სასტვენამდე 48 წამით ადრე გავიდა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ЕВРО-2017 U-21-ის შესარჩევი ციკლის ფარგლებში გამართულ მატჩში საქართველოს ახალგაზრდული  საფეხბურთო ნაკრები შვედეთის გუნდთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატის მეექვსე საკვალიფიკაციო ჯგუფის შესარჩევი მატჩი მასპინძლების შეტევით დაიწყო. თუმცა, სკანდინავიელებმა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქართველთა კარის აღება ვერ შეძლეს. ანგარიში მხოლოდ 27-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც 11-მეტრიანი დარტყმა კრისტოფერ ოლსონმა წარმატებით განახორციელა. 

გიგი გეგუჩიძის გუნდმა ანგარიშის გათანაბრება დაახლოებით 10 წუთში, ბაჩანა არაბულის წყალობით შეძლო. 

საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა U-18 უკრაინელ თანატოლებთან წააგო

შეხვედრის მეორე ნახევარში ორივე გუნდის ძალთა ბალანსი თანაბარი იყო, მხოლოდ 78-ე წუთზე ემილ კრაფტმა ლამაზად გატანილი გოლით სიხარული მოჰგვარა გულშემატკივარს. 89-ე წუთზე კი საპასუხო გოლი საქართველოს ნაკრების წევრმა ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა.

მატჩის ძირითად დროს არბიტრმა ხუთი წუთი დაამატა და როდესაც მატჩის დასრულებამდე 48 წამი იყო დარჩენილი, შვედმა ჯორდან ლარსონმა გადამწყვეტი ბურთი გაიტანა ქართველთა კარში.

ამ გამარჯვების შემდეგ სკანდინავიელების აქტივში ექვსი მატჩის შედეგად მოპოვებული 16 ქულაა, ისინი ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფებიან და ხორვატიის ნაკრებს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან.

რაც შეეხებათ ქართველ ფეხბურთელებს, მათ ჯგუფში მეოთხე ადგილი უკავიათ. გეგუჩიძის გუნდმა რვა მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ცხრა ქულა დააგროვა.

ЕВРО-2017 U-21-ის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 1 სექტემბერს ესტონეთში გასვლით მატჩს გამართავს.


ყველა ახალი ამბავი
0