საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა U-18 უკრაინელ თანატოლებთან წააგო

© ФФГსაქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები
საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი მატჩის წაგების შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს შაბათს მეორე მატჩის მოგების შანსი ექნება.

თბილისი. 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინელ თანატოლებთან ამხანაგურ მატჩში 0:1 ანგარიშით წააგო. თამაში თბილისში,  მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანეს. მისი ავტორი ვადიმ სჩასტლივცევი გახდა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა გოლით დაასრულა.

გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა მიიღეს. მსაჯთან საუბრის გამო მოედნიდან უკრაინელი ნახევარმცველი სტანისლავ გუდზი გააძავეს. თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა უპირატესობა ვერ გამოიყენეს და მეტოქის კართან რამოდენიმე, არც ისე სახიფათო მომენტი შექმნეს.

ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური თამაში  4 ივნისს ჩატარდება და ისევ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0