თბილისში რაგბისტებისთვის ახალი საწვრთნელი კომპლექსი აშენდება

© Facebook / Tbilisi City Hallმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორსიო დონის სპორტული კომპლექსი 1000 გულშემატკივრის მიღბას შეძლებს.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. თბილისში ქართველი რაგბისტების ახალი საწვრთნელი ცენტრი 2017 წლის თებერვალში გაიხსნება.

საწვრთნელი კომპლექსი გლდანში აშენდება და 4 ჰა ტერიტორიას მოიცავს. ახალი სტადიონი 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოში მომავალ წელს ჩატარდება.

კომპლექსში ოთხი მოედანი განლაგდება: ერთი ბუნებრივსაფარიანი, ერთი ქვიშის და ორი ხელოვნური.

მატჩის შემდეგ, შუხუთში, ლელო ურთის გამარჯვებულები. - Sputnik საქართველო
რაგბი ჩვენი თამაშია!

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ მომდევნო წლამდე, 6 მლნ ლარზე მეტს დავხარჯავთ იმისათვის, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სარაგბო ბაზა გვქონდეს,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

კომპლექსში მოეწყობა სავარჯიშო დარბაზი, რომელიც სპორტული ინვენტარით, საშხაპეებითა და გასახდელით აღიჭურვება. ბაზაზე ასევე იქნება 1000 გულშემატკივარზე გათვლილ ტრიბუნა და 100 მანქანაზე გათვლილ საპარკინგე ზონა.

საწვრთნელი კომპლექსის მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 302 500 ლარი დაიხარჯება.

ყველა ახალი ამბავი
0