რაგბი ჩვენი თამაშია!

© REUTERS / DAVID MDZINARISHVILIმატჩის შემდეგ, შუხუთში, ლელო ურთის გამარჯვებულები.
მატჩის შემდეგ, შუხუთში, ლელო ურთის გამარჯვებულები. - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში რაგბი პოპულარობით მხოლოდ ფეხბურთს თუ ჩამორჩება. ამას დიდად შეუწყო ხელი ჩვენი ნაკრების წარმატებულმა გამოსვლებმა საერთაშორისო სარბიელზე და ცალკეული სპორტსმენების დიდმა აღიარებამ რაგბის სამყაროში.

უცხოელ სპეციალისტთა აღიარებით, შორს არ არის ის დრო, როდესაც „ბორჯღალოსნები“ ტოლ-სწორად შეერკინებიან ისეთ გრანდებსაც კი, როგორიც ავსტრალია, ინგლისი და ახალი ზელანდიაა.

ახლა იმის შესახებ, რაც ყველაზე საინტერესოა. საქართველოში რაგბის ანალოგი ორი საუკუნის წინ შეიქმნა და მას ლელო ან ლელობურთი ეწოდებოდა. ეს არ გახლდათ სპორტული სახეობა, უფრო რიტუალური თამაში იყო. თუმცა მსგავსება არის და იქნებ ამანაც განაპირობა სპორტის ამ სახეობის პოპულარობა საქართველოში. მოდით, უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ ლელობურთის აღმოცენებასა და მის დამკვიდრებაზე.

ეს ტრადიცია თითქმის 250 წელზე მეტს ითვლის. „ლელო“ უძველესი ქართული სიტყვაა და „ძალით გატანას“ ნიშნავს. თამაშის აღმოცენების ისტორია კი ასეთი გახლავთ: 1855 წლის ზაფხულში ხასანბეგ თავდგირიძე თავისი 9-ათასიანი ჯარით, სადაც გაერთიანებული იყვნენ ძირითადად გამუსლიმანებული ქართველები და თურქი ასკერები, გურიას შემოესია. გადაკვეთა მდინარე ჩოლოქი სოფელ შეკვეთილთან, ბრძოლით აიღო აკეთი-მამათის ტერიტორია და მთის მხრიდან სოფელ ნიგოითში თავადი მაჭუტაძეების სასახლეს დაემუქრა. ასე შემოთვალა ხასანბეგმა, რამდენი კაცის გამოყვანაც შეგიძლიათ, იმდენს შეგებრძოლებითო. ქართულ მხარეს 2000 გურული მეომარი, ე.წ. მილიცია და 500 რუსი ჯარისკაცი იბრძოდა. გურულებმა თავდგირიძის ჯარი ლანჩხუთისკენ გამოდევნეს და ამჟამინდელ სოფელ შუხუთის ცენტრში, ე.წ. „ცაცხვებთან“ მოხდა ამ ბრძოლის მთავარი შეტაკება, რომელიც ისტორიაში „შუხუთფერდთან“ ბრძოლით არის ცნობილი.

ცაცხვების ქვეშ იმ ბრძოლაში დაღუპული თავდგირიძის მეომრები არიან დამარხული. გურულებმა სულ ხელის კვრითა და ლელოს გატანით გადაყარეს თავდგირიძის ჯარი სუფსის გადაღმა. ამ დღესვე ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი ხასანბეგ თავდგირიძემ. როგორც ცნობილია, იმ ბრძოლაში 5000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა მისი არმიიდან, ხოლო გურულებმა სულ 300-მდე კაცი მოისაკლისეს. აქედან უმრავლესობა რუსი ჯარისკაცი იყო. დაღუპული ხასანბეგ თავდგირიძე მისმა ღვიძლმა ბიძაშვილმა, გურულების ერთ-ერთი რაზმის მეთაურმა ყარამან თავდგირიძემ და გურულმა მხედრებმა დაასაფლავეს. ამ დროიდან მოყოლებული „ლელო" აღდგომის დღესასწაულზე ყოველ წელს ამ ადგილზე იმართება.

ხასანბეგ თავდგირიძეს აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხმლის ერთი დაკვრით რომ მოჰკვეთა თავი შუხუთთან ბრძოლაში, ამ თემაზე დაიწერა ცნობილი სიმღერა „ხასანბეგურა“ და შუხუთში ლელოს თამაშიც იმ ბრძოლის გამოძახილია.

ლელობურთი შუხუთში ყოველ აღდგომა დღეს, საღამოს 5 საათზე იწყება და როდის დამთავრდება, ამის თქმა წარმოუდგენლად ძნელია. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი (ანუ, ზემოურები და ქვემოურები) ზუსტად 16-კილოგრამიანი, საქონლის ტყავისგან შეკერილი ბურთით ეპაექრება და გამარჯვებული სოფლის ის ნაწილია, რომელიც ბურთს თავისი უბნისკენ წაიღებს და ღელეზე გადებულ ბოგირებთან ახლოს დადებს.

თამაშს, ტრადიციისამებრ, შუხუთის ტაძრის მღვდელი იწყებს, რომელიც ბურთს აგდებს და თუ დროულად არ მოასწრო მოთამაშეებს გარიდება, ადვილი შესაძლებელია, რომ ხალხის მასამ დიდ ჭყლეტაში ჩაიყოლოს.

© © REUTERS/ DAVID MDZINARISHVILსოფელ შუხუთში მატჩის წინ მოძღვარი აკურთხებს ბურთს
სოფელ შუხუთში მატჩის წინ მოძღვარი აკურთხებს ბურთს - Sputnik საქართველო
1/10
სოფელ შუხუთში მატჩის წინ მოძღვარი აკურთხებს ბურთს
© © REUTERS/ DAVID MDZINARISHVILსოფელი შუხუთი - ლელობურთის მოთამაშე
სოფელი შუხუთი - ლელობურთის მოთამაშე - Sputnik საქართველო
2/10
სოფელი შუხუთი - ლელობურთის მოთამაშე
© © REUTERS/ DAVID MDZINARISHVILIბრძოლა ბურთისათვის - ლელობურთი სოფელ შუხუთში
ბრძოლა ბურთისათვის - ლელობურთი სოფელ შუხუთში - Sputnik საქართველო
3/10
ბრძოლა ბურთისათვის - ლელობურთი სოფელ შუხუთში
© © REUTERS/ DAVID MDZINARISHVILბრძოლა ბურთისათვის - ლელობურთი სოფელ შუხუთში
ბრძოლა ბურთისათვის - ლელობურთი სოფელ შუხუთში - Sputnik საქართველო
4/10
ბრძოლა ბურთისათვის - ლელობურთი სოფელ შუხუთში
© © REUTERS/ DAVID MDZINARISHVILშუხუთელები თამაშის დაწყების წინ
შუხუთელები თამაშის დაწყების წინ - Sputnik საქართველო
5/10
შუხუთელები თამაშის დაწყების წინ
© © REUTERS/ DAVID MDZINARISHVILIსოფელი შუხუთი - ლელობურთი
სოფელი შუხუთი - ლელობურთი - Sputnik საქართველო
6/10
სოფელი შუხუთი - ლელობურთი
© © REUTERS/ DAVID MDZINARISHVILIლელობურთი სოფელ შუხუთში
ლელობურთი სოფელ შუხუთში - Sputnik საქართველო
7/10
ლელობურთი სოფელ შუხუთში
© © REUTERS/ DAVID MDZINARISHVILIბრძოლა ბურთისათვის
ბრძოლა ბურთისათვის - Sputnik საქართველო
8/10
ბრძოლა ბურთისათვის
© © REUTERS/ DAVID MDZINARISHVILIბრძოლა ბურთისათვის
ბრძოლა ბურთისათვის - Sputnik საქართველო
9/10
ბრძოლა ბურთისათვის
© © REUTERS/ DAVID MDZINARISHVILIბრძოლა ბურთისათვის
ბრძოლა ბურთისათვის - Sputnik საქართველო
10/10
ბრძოლა ბურთისათვის
1/10
სოფელ შუხუთში მატჩის წინ მოძღვარი აკურთხებს ბურთს
2/10
სოფელი შუხუთი - ლელობურთის მოთამაშე
3/10
ბრძოლა ბურთისათვის - ლელობურთი სოფელ შუხუთში
4/10
ბრძოლა ბურთისათვის - ლელობურთი სოფელ შუხუთში
5/10
შუხუთელები თამაშის დაწყების წინ
6/10
სოფელი შუხუთი - ლელობურთი
7/10
ლელობურთი სოფელ შუხუთში
8/10
ბრძოლა ბურთისათვის
9/10
ბრძოლა ბურთისათვის
10/10
ბრძოლა ბურთისათვის

შუხუთურ ლელობურთს არ გააჩნია რაიმე განსაკუთრებული წესები. თამაშში ქალებიც მონაწილეობენ, ახალგაზრდებიც, ბავშვებიცა და მოხუცებიც. მოთამაშეების უმთავრესი მოტივაცია ის გახლავთ, რომ გამარჯვებულ გუნდს ბურთი სასაფლაოზე ააქვს და ახალგარდაცვლილი რომელიმე თანასოფლელის საფლავზე მიუჩენენ სამუდამო ადგილს.

შუხუთის სასაფლაო ხომ ერთგვარი „სპორტული დიდების მუზეუმია“, სადაც ლამის უხსოვარი დროიდან მოყოლებული, უამრავი ლელოს ბურთი აწყვია ძველსა თუ ახალ საფლავებზე და ლანჩხუთელები სწორედ ამგვარად გამოხატავენ წარსულის პატივისცემას. მხოლოდ საფლავებზე დადებული ბურთების დათვლით შეგვიძლია გავიგოთ, ზემოურები უფრო კარგად ჩაუქობენ თუ ქვემოურები.

ესპანეთში, ინგლისში, იტალიასა თუ ძველი ტრადიციების მიმდევარ სხვა ქვეყნებში ზოგან გავეშებული ხარების ჯოგებს დასდევენ და ზოგან პომიდორსა თუ ფორთოხალს უშენენ ერთმანეთს და ამ სანახაობებზე დასასწრებად უამრავ ტურისტსაც მასპინძლობენ. ძალიან მეეჭვება, რომ პომიდვრების სროლა შუხუთურ ლელობურთზე საინტერესო სანახაობა იყოს.

აი, ასეთი გახლავთ მოკლედ ისტორია საქართველოში ამ პოპულარული თამაშისა და ტრადიციულ ქართულ ლელობურთთან მისი მსგავსების შესახებ. სწორედ ამიტომაც რაგბის დღევანდელი ქართველი ქომაგები თამამად აცხადებენ: რაგბი ჩვენი თამაშია!

ყველა ახალი ამბავი
0