მურუსიძე: ნათია გუჯაბიძესთან დაკავშირებით რაიმე სახდელი არ გამოყენებულა

© courtesy of Tbilisi Court of Appealsსააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დისციპლინარული სახდელი მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან დაკავშირებით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავ ი 2“-ის საქმეს იხილავს, არ გამოყენებულა.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს იხილავს.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
რაზე ენიძლავებოდა მოსამართლე გუჯაბიძე ნიკა გვარამიას

შეგახსენებთ: ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დასდო ბრალი. გვარამიას განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც, რომელიც საქმის შესწავლას შეუდგა, თუმცა, მასალები პროკურატურას არ გადასცა და მხოლოდ სარეკომენდაციო ბარათით შემოიფარგლა.

„არც სარეკომენდაციო და არც დისციპლინური რაიმე სახდელი გუჯაბიძის მიმართ, საბჭოს მიერ არ გამოყენებულა,“ — განაცხადა ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ — ის ეთერში.

მანამდე, მთავარმა პროკურატურამ გვარამიას განცხადებები უარყო და მას უწყების დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დასდო ბრალი.

გვარამიას მტკიცებით, 2014 წელს გუჯაბიძემ თბილისში საცხოვრებელი ბინის დასაქირავებლად სახელმწიფოსგან თანხა მიიღო, სინამდვილეში კი აღნიშნული ბინა ნათია გუჯაბიძის დედას ეკუთვნოდა.

ნათია გუჯაბიძეს ბრალდებასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტებები.

ყველა ახალი ამბავი
0