საქართველოში ვაინახური კულტურის ფესტივალი ტარდება

გამოწერა
ფესტივალის ორგანიზატორების მიზანი ვაინახური კულტურის პოპულარიზაცია.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოში ვაინახური კულტურის ფესტივალი პირველად ტარდება, რომელიც საქართველოს რეგიონებს 2-5 ივნისის პერიოდში მოივლის.

ვაინახები (ქისტები, ინგუშები, ბაცბები და ჩეჩნები) — ეს ჩრდილოეთ კავკასიის  ხალხთა ეთნიკური ერთობაა. მათი არცთუ დიდი ნაწილი თბილისში, პანკისის ხეობაში, თუშეთსა და კახეთში ცხოვრობს.

ფესტივალის მიზანი ვაინახური კულტურის პოპულარიზაცია, პანკისის ხეობის და იქ მცხოვრები ეთნიკური ქისტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შემცირების ხელშეწყობაა, აცხადებენ ორგანიზატორები.

ამასთან, ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში საფრთხე შეექმნა კულტურის წარმოჩენას. მუსლიმი თემის ერთი ნაწილისთვის, რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე მიუღებელი გახდა მუსიკა, ცეკვა, რის გამოც ბევრმა ახალგაზრდამ, ვისაც ხეობის, თემის, კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა შეეძლო, უარი თქვა საქმიანობის გაგრძელებაზე. ისინი კი, ვინც ამ დრომდე მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში, მხარდაჭერის გარეშე არიან დარჩენილები.

საქართველო, სოფელი დართლო - Sputnik საქართველო
პანკისის ხეობაში მხატვრული ფილმის გადაღება იწყება

ფესტივალის ფარგლებში ანსამბლი „პანკისი“ და პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია საქართველოს ოთხ ქალაქში კონცერტს გამართავს.

ფესტივალი საზეიმოდ დუშეთის კულტურის სახლში 2 ივნისს, 19:00 საათზე გაიხსნება. კონცერტი 3 ივნისს, ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხეზე გაგრძელდება; 4 ივნისს ქუთაისში – ოპერის თეატრში,  ხოლო 5 ივნისს ბათუმში – საზაფხულო თეატრში.

ყველა ქალაქში კონცერტები 19:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.

ვაინახური კულტურის ფესტივალი საქართველოს რეგიონებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით, ასევე სამოქალაქო აქტივობების ცენტრის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და რეგიონული მედიის ხელშეწყობით ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, საქართველოში 10 ათასი ვაინახი ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0