შს მინისტრმა კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცა

© FB/ Каха Каладзеგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქართული პოლიცია აბსოლუტურად აპოლიტიკური გახდა.

თბილისი, 2 ივნისი  – Sputnik. საქართველოს პოლიცია საზოგადოების ყველა ფენის ინტერესებს ითვალისწინებს და ის აბსოლუტურად აპოლიტიკურია, განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.

პოლიციის დღე - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი: საზოგადოება ენდობა ჩვენს პოლიციას

საქართველოში პოლიციის დღე 2 ივნისს აღინიშნება. საზეიმო ცერემონიას, რომელიც შსს-ს ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე გაიმართა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები ესწრებოდნენ.

„ჩემთვის მთავარი მიღწევაა ის, რომ ქართული პოლიცია, როგორც არასდროს, ორიენტირებულია საზოგადოებაზე. 2012 წლის შემდეგ პოლიცია მთლიანად აპოლიტიკური გახდა, რაც საზოგადოებისთვის ფუნდამენტური ღირებულებაა. დიახ, ჩვენ პოლიციელები ვართ საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ეროვნების, სქესის, ეთნოსის, რელიგიური და პოლიტიკური კუთვნილების ადამიანისათვის“, — განაცხადა მღებრიშვილმა.

საქართველოში პოლიციის დღე  2010 წლის აპრილის თვეში, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე დაწესდა. თავიდან პოლიციის დღეს 6 მაისს აღნიშნავდნენ, მაგრამ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველოში პოლიციის დღე თავიდან 30 მაისს, შემდეგ კი 2 ივნისს იზეიმეს.

ამ ეტაპზე შს სამინისტროში 32 ათასი პოლიციელია დასაქმებული.

ყველა ახალი ამბავი
0