საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია

© photo: courtesy of parliamentსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის მიერ რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გთვალისწინებულ ნუსხაში 187 საკითხია.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2016 წლის 3-4 ივნის დაინიშნა, იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური

რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები იმსჯელებენ საკითხზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. საქართველოს პრეზიდენტმა ისარგებლა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით და საკანონმდებლო ორგანოს, 2016 წლის 14 მაისს მიღებული და ხელმოსაწერად წარმოდგენილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტებზე მოტივირებული შენიშვნები გადმოუგზავნა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე ოთხშაბათს განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს ვეტო დაადო

„პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა ჩვენ მიერ მიღებულ ტექსტს და გამოაგზავნა თავისი შენიშვნები. ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი, კონსტიტუციის შესაბამისად, იხილავს პრეზიდენტის შენიშვნებს და უყრის კენჭს მას. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია არ გაიზიაროს პრეზიდენტის შენიშვნები და განმეორებითი კენჭისყრით დაადასტუროს თავის მიერ ადრე მიღებული ტექსტისთვის მხარდაჭერა“, — განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის მიერ რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გთვალისწინებულ ნუსხაში 187 საკითხია.

 

ყველა ახალი ამბავი
0