ჯგუფი "ბანი" Voice of Nomads-ის ფესტივალზე გაემგზავრება

© FB/ Bani.Officialჯგუფი "ბანი"
ჯგუფი ბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მომღერლები ფესტივალის გახსნის დღეს, 21 ივლისს წარდგებიან მსმენელის წინაშე.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ქართული ფოლკლორული ჯგუფი „ბანი“ ივლისში ბურიატიის VIII საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში "გოლოს კოჩევიკოვ" („მომთაბარეთა ხმა“) მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალი 21-23 ივლისს ბურიატიის ფილარმონიასა და ტურისტულ კომპლექს „სტეპნიო კოჩევნიკში“ გაიმართება.

ქართველი მომღერლები ფესტივალის გახსნის დღეს, 21 ივლისს წარდგებიან მსმენელის წინაშე.

ფოლკლორულ ანსამბლ ბანის სოლისტი მათე ფირცხალავა - Sputnik საქართველო
ფოლკლორულ ჯგუფ „ბანის“ სოლისტი, ვაჟა-ფშაველა და პროექტი „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“

"გოლოს კოჩევიკოვ" (Voice of Nomads) — ეს ქალაქური კულტურისა და ეროვნული ტრადიციების სინთეზია. ფესტივალის მონაწილეები პროფესიონალები არიან, რომლებიც ეროვნული მუსიკის საფუძველზე თანამედროვე მუსიკის შედევრებს ქმნიან.

ფესტივალი ყოველწლიურად, ბურიატიის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2009 წლიდან იმართება.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ ანსამბლი Dance Africa Foundation-ი (აფრიკა), Irfan-ი (ბულგარეთი), Through The Tempest-ი ულან-უდედან, მოსკოვური ფოლკ-ჯგუფი „ვოლგა“ და ასევე მონღოლეთისა და ფინეთის წარმომადგენლები.

ფესტივალის პარალელურად, სტუმრები ტრადიციულ სამზარეულოსა და ბურიატიის ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან.

ჯგუფი „ბანი“ 2011 წლის 2 იანვარს დაარსდა. კოლექტივი, პირდაპირი მნიშვნელობით, ქუჩაში „დაიბადა“ – პირველ ნახევარ წელს მუსიკოსები ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს ქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელებში მღეროდნენ, შემდეგ ეს სიმღერები ქართული რესტორნების სცენაზე გადაჰქონდათ. მაშინ დაიბადა მათი პირველი ჰიტიც – „რაჭული“, რომელმაც „ბანს“ მთელ საქართველოში დიდი პოპულარობა მოუტანა.

ჯგუფი ბანი - Sputnik საქართველო
ჯგუფი „ბანი“: ცოლებზე, საფირმო ღიმილსა და თაყვანისმცემლებზე

დღეს ჯგუფის შემადგენლობაში არიან: მათე ფირცხალავა – სოლისტი და პირველი ხმა, ვოკალისტები – რაულ ბიწაძე (მეორე ხმა), გოგა ნიკოლაძე (ბანი, მეორე ხმა), ასევე გელა გოგიშვილი (დასარტყამი საკრავები, მეორე ხმა), ბესო კვიციანი (კლავიშიანი საკრავები, ბანი), ბესო მეტრეველი (გარმონი), გია ფეიქრიშვილი (გიტარა), ბექა მიქაძე (დრამი, ბანი).

ამჟამად ჯგუფის რეპერტუარში 30–ზე მეტი სიმღერაა. „ბანის“ მუსიკა არა მხოლოდ ქართველებისთვისაა პოპულარული. ქართველი მომღერლების სიმღერებმა ნამდვილ გრძნობებზე, მტკიცე მეგობრობასა და სამშობლოს სიყვარულზე მთელ მსოფლიოში ათასობით თაყვანისმცემელი მოხიბლა.

ყველა ახალი ამბავი
0