ქართველმა ოლიმპიელებმა ახალი ფორმები წარმოადგინეს

© FB/ Dato.Xarazishviliსაქართველოს ოლიმპიური ნაკრები
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოლიმპიელების მაისურებზე საქართველოს დროშა და ოლიმპიური კომიტეტის ემბლემაა გამოსახული.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების სპორტსმენებმა, რომლებიც რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრებიან, ახალი ფორმები წარმოადგინეს.

წარმოდგენილი ფორმა ყოველდღიურია. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადისგან განსხვავებით, როდესაც ფორმებში წითელი და თეთრი ფერები დომინირებდა, ამ შემთხვევაში ფორმები მუქ-ცისფერ ტონებშია.

ცოტნე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
საქართველო რიოს ოლიმპიადაზე მსროლელთა დინასტია წარადგენს

სპორტსმენების მაისურებზე ეროვნული სიმბოლიკა — საქართველოს დროშა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ემბლემაა გამოსახული.

ქართველი სპორტსმენებისთვის ფორმები იაპონურმა ფირმა“მიზუნომ“ დაამზადა.

ამ ეტაპისთვის რიოს ოლიმპიადაში 38 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. მანამდე ქართველი სპორტსმენების ყველაზე დიდი შემადგენლობა სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადაზე იყო. მაშინ ავსტრალიაში 36 სპორტსმენი გაემგზავრა.

ყველა ახალი ამბავი
0