საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის თანხმობა მნიშვნელოვანია.

თბილისი, 1 ივნისი  – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტოს, რომელიც მარგველაშვილმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს დაადო,  არ დაძლევს, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვენეციის კომისიამ, რომელმაც შეისწავლა პარლამენტის მიერ მაისის შუა რიცხვებში მიღებული ცვლილებები, კრიტიკული დასკვნა დადო, რომელიც 30 მაისს გადმოუგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

ოპოზიციურმა პარტიებმა კომისიის დასკვნას მკვეთრად უარყოფითი უწოდეს და პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდეს.

საბოლოოდ, პრემიერთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აღნიშნულ კანონს ვეტო დაადო.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს ვეტო დაადო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიამ საქართველოს პარლამენტს შესწორებების მიღებამდე ერთი კვირით ადრე რეკომენდაცია მისცა რომ ვენეციის კომისიის დასკვნას დალოდებოდნენ. მაშინ პარლამენტმა აღნიშნული რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

„დიდი ალბათობით, ჩვენ ვეტოს დავთანხმდებით. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის თანხმობაა“, — განაცხადა ხუნდაძემ.

ვენეციის კომისიის კრიტიკული შენიშვნა დაიმსახურა იმ ნორმამ, რომლის თანახმადაც ერთ მოსამართლეს კოლეგიის მიერ საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შეეძლება საქმე განსახილველად პლენუმს გადასცეს. შენიშვნები ასევე ეხება ნორმას, რომელიც მოსამართლეებს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე, განსახილველად ახალი საქმის აღებას უკრძალავს.

ყველა ახალი ამბავი
0