თბილისის ზოოპარკმა დუისბურგისა და პლანკენდეილის ზოოპარკებიდან საჩუქრად 20 ცხოველი უკვე მიიღო. ზოოპარკის ახალ ბინადრებს Sputnik-ის ფოტოლენტის მეშვეობით გაეცანით.
თბილისის ზოოპარკმა ევროპიდან საჩუქრად ზოლებიანი მანგუსტები, სამხრეთამერიკული კოატები და ინდურ მაჩვზღარბები მიიღო. ახლო მომავალში თბილისის ზოოპარკი ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის ზოოპარკებისგან საჩუქრად მიიღებს ჰამადრილს, მაკაკებს, ვალაბებს, ტაპირებს, დეგუს, ემუსა, ფაფრიან ცხვრებსა და ხალიან ირმებს.
ევროპის ზოოპარკებმა თბილისის ზოოპარკს, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს მომხდარმა წყალდიდობამ გაანადგურა, საჩუქრად ცხოველები მეორედ გადასცა.

1/9
© photo: Sputnik / Denis Aslanov
თბილისის ზოოპარკში ევროპიდან ახალი ბინადრები მიიღეს.

2/9
© photo: Sputnik / Denis Aslanov
თბილისის ზოოპარკის თანამშრომელი კონტეინერს ხსნის, რომელშიც ახალი ბინადარია მოთავსებული.

3/9
© photo: Sputnik / Denis Aslanov
ზოოპარკის თანამშრომლებს ევროპიდან ჩამოყვანილი მაჩვზღარბა ზოოპარკის ტერიტორიაზე სპეციალურ ვოლიერში გადაჰყავთ.

4/9
© photo: Sputnik / Denis Aslanov
ინდურ მაჩვზღარბას დიდხანს არ სურდა "დროებითი თავშესაფრის" დატოვება.

5/9
© photo: Sputnik / Denis Aslanov
კონტეინერში, რომლითაც ევროპიდან ჩამოიყვანეს ცხოველები, ანტილოპაა მოთავსებული.

6/9
© photo: Sputnik / Denis Aslanov
ანტილოპა თბილისის ზოოპარკში სპეციალურ ვოლიერში მოათავსეს.

7/9
© photo: Sputnik / Denis Aslanov
თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი ანტილოპა.

8/9
© photo: Sputnik / Denis Aslanov
სამხრეთამერიკული კოატი.

9/9
© photo: Sputnik / Denis Aslanov
ანტილოპა თბილისის ზოოპარკში.
