მანგუსტები, კოატები და მაჩვზღარბები -თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადრები შეემატა

გამოწერა

თბილისის ზოოლოგიურმა პარკმა დუისბურგისა (გერმანია) და პლანკენდეილის (ბელგია) ზოოპარკებიდან საჩუქრად ახალი ბინადრები მიიღო. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო.

დუისბურგისა და პლანკენდეილის ზოოპარკებმა თბილისის ზოოპარკს, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს მომხდარმა წყალდიდობამ გაანადგურა, საჩუქრად 20 ბინადარი გადასცა.

ამჯერად თბილისის ზოოპარკს ზოლებიანი მანგუსტები, სამხრეთამერიკული კოატები და ინდურ მაჩვზღარბები შეემატა. ახლო მომავალში თბილისის ზოოპარკი ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის ზოოპარკებისგან საჩუქრად მიიღებს ჰამადრილს, მაკაკებს, ვალაბებს, ტაპირებს, დეგუს, ემუსა, ფაფრიან ცხვრებსა და ხალიან ირმებს.

ყველა ახალი ამბავი
0