ფრანსუა ოლანდმა საქართველოს დახმარება აღუთქვა

© FB/ Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და ფრანსუა ოლანდი
გიორგი კვირიკაშვილი და ფრანსუა ოლანდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბარში განაცხადა, რომ საუბარი ექნება შესაბამის უწყებებთან, რათა, საქართველოს მოქალაქეებმა უმოკლეს ვადებში ევროკავშირის ქვეყნებში წასვლა უვიზოდ შეძლონ.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებას მიესალმება, რის შესახებაც ცნობილი გახდა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის   დღევანდელი შეხვედრის შედეგებიდან.

შეხვედრა ბორდოში შედგა, სადაც დღეს გაიხსნა ღვინის ცენტრი და მუზეუმი „ღვინის ცივილიზაციების ქალაქი ბორდო“. საფრანგეთის პრეზიდენტი დაპირდა დაელაპარაკოს შესაბამის უწყებებს, რათა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი უმოკლეს ვადებში ძალაში შევიდეს.

„მე ავუხსენი მას (ოლანდს), პოლიტიკურად რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ვექტორისთვის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება. მან ძალიან დადებითად მიიღო ჩვენი თხოვნა და აუცილებლად დაელაპარაკება შესაბამის სამინისტროებს“,- თქვა კვირიკაშვილმა.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთთან დიალოგი საქართველოს ევროინტეგრაციაში დაეხმარა

ამ ეტაპზე ვიზების გაუქმების საკითხი ევროკავშირის საბჭოზე განიხილება. საბოლოო დასკვნა ამ საკითხზე უნდა გამოაქვეყნოს  ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭომ.

ქართული მხარე ვარაუდობს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონის ქვეყნებსი უვიზო რეჟიმი ძალაში უკვე ამ წლის ზაფხულში შევა.

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. თუ ევროპარლამენტარები კანონპროექტსდაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180–დან 90 დღემდე ვადით შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0