ქართველი სამხედროები პარა–მკლავჭიდში ჩემპიონატის პრიზიორები გახდნენ

გამოწერა
კაპრალმა თემურ დადიანმა და მასტერ–სერჟანტმა აბესალომ ბუკიამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საბრძოლო დავალებების შესრულებისას დაჭრილმა კაპრალმა თემურ დადიანმა და მასტერ–სერჟანტმა აბესალომ ბუკიამ, რომლებსაც ფეხები მოკვეთეს, მკლავჭიდში ევროპის XIX ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ძლიერთა თამაშების პრიზიორებს აქეროპორტში კოლეგები დახვდნენ - Sputnik საქართველო
დაშავებული ქართველი მებრძოლები „ძლიერთა თამაშებიდან“ გამარჯვებულები დაბრუნდნენ

ევროპის ჩემპიონატი პარა–მკლავჭიდში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩატარდა.

მასტერ–სერჟანტ აბესალომ ბუკიას თავის წონით კატეგორიაში ერთადერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა, რომელთანაც დამარცხდა.

რაც შეეხება თემურ დადიანს, ის –65 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და რვა შეხვედრიდან ექვსი გამარჯვებით დაასრულა. საფინალო შეჭიდება ქართველმა სამხედრომ თურქ ჯარისკაცთან დათმო.

ვერცხლის მედალთან ერთად დადიანმა მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიაც მოიპოვა, რომელიც 2016 წლის 1–9 ოქტომბერს ჩატარდება ბულგარეთში, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

 

ყველა ახალი ამბავი
0