თბილისის"დინამოს" ბულგარელი ნახევარმცველი შეემატა

გამოწერა
გასულ სეზონზე 27 წლის ველევმა „ლოკომოტივის“ რიგებში 26 თამაში ჩაატარა.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. თბილისის „დინამომ“ ბულგარელ ნახევარმცველთან, სტეფან ველევთან, რომელიც პლოვდივის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, კონტრაქტს მოაწერა ხელი, ნათქვამია ბულგარული კლუბის ვებგვერზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დინამო თბილისი - Sputnik საქართველო
„დინამო“ თბილისის თავდამსხმელით გერმანული კლუბები დაინტერესდნენ

საქართველოს ჩემპიონსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება ორ წელზეა გათვლილი სისტემით 1+1. ტრანსფერის თანხა არ ზუსტდება, თუმცა Transfer Markt-ის ინფორმაციით, საუბარი 400 ათას ევროზე მიდის.
გასულ სეზონზე 27 წლის ველევმა „ლოკომოტივის“ რიგებში 26 თამაში ჩაატარა. ბულგარეთის ჩემპიონატში „ლოკომოტივმა“ მეხუთე ადგილი დაიკავა, რის გამოც ევროპის უეფას ლიგაში კვალიფიცირება ვერ შეძლო.
ბულგარეთის ეროვნული ნაკრების რიგებში ნახევარმცველის ანგარიშზე სამი თამაშია, რომელთაგან ბოლო 2015 წლის 7 თებერვალს გაიმართა.


ყველა ახალი ამბავი
0