„დინამო“ თბილისის თავდამსხმელით გერმანული კლუბები დაინტერესდნენ

გამოწერა
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა უკვე უახლოეს დროს შესაძლოა კლუბი გამოიცვალოს-გერმანიის კლუბების გარდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს კიევის „დინამოც“ იჩენს.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. „დინამო“ თბილისის საფეხბურთო კლუბის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ერთბაშად რამოდენიმე გერმანული კლუბის ინტერესთა სფეროში მოხვდა, იუწყებიან გერმანიის მასმედიის საშუალებები.

საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირით, რომლის ანგარიშზე 29 ჩატარებულ შეხვედრაში 24 გატანილი გოლია, დაინტერესდნენ „კაიზერსლაუტერნი“, „აინტრახტი“ ბრაუნშვეიგიდან და „კარლსრუე“. სამივე გუნდი გერმანიის მეორე ბუნდესლიგას წარმოადგენს.

გიორგი ქვილითაია - Sputnik საქართველო
კიევის „დინამოს“ ქართველი ბომბარდირის შეძენა სურს

Sport-90 პორტალის განცხადებით, „კაიზერსლაუტერნის“ სკაუტები უახლოეს დროს ფორვარდის თამაშს ყურადღებით შეისწავლიან, რის მერე თავის დასკვნას დადებენ.

ადრე მასმედიაში იმის შესახებ გაჩნდა ინფორმაცია, რომ  ქვილითაიათი უკრაინის ჩემპიონი-კიევის „დინამო“ დაინტერესდა. ტრანსფერის სავარაუდო თანხაც კი სახელდებოდა-ერთი მილიონი ევრო.

„კაიზერსლაუტერნი“ გერმანიის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა. უკანასკნელად კლუბმა წარმატებას 1998 წელს  მიაღწია. სამი უკანასკნელი სეზონის განმავლობაი „წითელი აშმაკები“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გამოდიან. წელს მათ ჯამური მეათე ადგილი დაიკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0