ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 14–15 ივნისსაა დაგეგმილი

© Sputnik / STRINGERრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 14–15 ივნისისთვისაა დაგეგმილი, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი უკვე შეხვდა ჟენევის დისკუსიების სპეცწარმომადგენელ ჰერბერტ ზალბერგს, ეუთოს წარმომადგენელ გიუნტერ ბეხლერსა და გაეროს წარმომადგენელ ანტი ტურუნენს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან „საზღვარზე“ არსებული ვითარება და ასევე იმსჯელეს ინციდენტზე, რომელიც 19 მაისს მოხდა სოფელ ხურჩაში, როდესაც იქ აფხაზმა "მესაზღვრემ“ გიგა ოთხოზორია მოკლა.

სასამართლო - Sputnik საქართველო
პროკურატურა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში აფხაზ "მესაზღვრეს" ადანაშაულებს

შეგახსენებთ: ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რაშიდ კანჯიოღლის წინააღმდეგ და ინტერპოლს მასზე წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა.

კანჯიოღლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამაც, რომელმაც ეს უკანასკნელი განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, ოფიციალურმა მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს არანაირი შეხება არ აქვს მომხდართან.

ყველა ახალი ამბავი
0