ბათუმში ბავშვები "მაუგლის" იხილავენ

© FB/ ТЕАТР-ИМЕНИ-АС-ГРИБОЕДОВА"მაუგლი"
მაუგლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიება სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების ოჯახებისა და ბავშვების მხარდასაჭერად იმართება.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში მუსიკალურ წარმოდგენას „მაუგლი“ გამართავს.

სპექტაკლები ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ცენტრში 12:00 სთ-სა და 14:00 სთ-ზე გაიმართება.

მზიური - Sputnik საქართველო
ბავშვთა დაცვის დღეს „მზის ფესტივალი“ გაიმართება

წარმოდგენებს აჭარაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ბავშვთა სახლებიდან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიდან ორი ათასზე მეტი ბავშვი დაესწრება.

სპექტაკლი „მაუგლი“  (რეჟ. ვახტანგ ნიკოლავა) რადიარდ კიპლინგის ნაწარმოების „ჯუნგლების წიგნის“ მოტივებზე გრიბოედოვის თეატრში 2015 წელს დაიდგა და დღემდე პოპულარობით სარგებლობს.

როგორც თეატრში აღნიშნავენ, „მაუგლი“ — პატარა ბიჭის, ზედმეტსახელად „მაუგლის“ უჩვეულო ისტორიაა, რომლის ცხოვრებაც სავსეა თავგადასავლებით, მოულოდნელი შეხვედრებით, ვეფხვთან სასიკვდილო შერკინებითა და ნამდვილი სიყვარულით.

საქველმოქმედო აქცია ბათუმის ნავთობის ტერმინალის, ბათუმის ზღვის პორტისა და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „რუსკი კლუბის“ მხარდაჭერით იმართება.

აჭარაში თეატრის გასტროლი ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება.


ყველა ახალი ამბავი
0