საქართველოში სოციალურად დაუცველებს ტანსაცმელს და წიგნებს უფასოდ დაურიგებენ

© FB/Министерство по делам молодежи и спорта Грузииწიგნები და ტანსაცმელი სოციალურად დაუცველთათვის
წიგნები და ტანსაცმელი სოციალურად დაუცველთათვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
„წიგნი ყველა სოფელს“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის წიგნებს აგროვებენ.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik.  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვებისათვის წიგნებითა და ტანსაცმლით დატვირთული ავტობუსი გაგზავნა.

ტანსაცმელი და სამი ათას წიგნამდე სამინისტროს ორი სოციალური პროექტის „შემოსე თანამოქალაქე“ და „წიგნი ყველა სოფელს“ ფარგლებში დარიგდება.

სპორტის სამინისტროს პროექტი „წიგნი ყველა სოფელს“ უკვე ორი წელია ხორციელდება და ამ პერიოდის განმავლობაში 35 ათასი წიგნის შეგროვება მოხერხდა, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 200 ბიბლიოთეკას გადაეცა.

2016 წლის მაისიდან იგივე პროექტი ხუთი თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სპეციალურად ბავშვებისა და მოზარდებისათვის წიგნებს შეაგროვებს.

საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმა ნებულა - Sputnik საქართველო
აბიტურიენტები ხელმოკლე ოჯახებიდან ეროვნული გამოცდებისათვის უფასოდ მომზადებას შეძლებენ

„წიგნი ყველა სოფელს“ სოციალური პროექტია, ყველა მსურველს შეუძლია მოიტანოს წიგნები სპეციალურ ყუთებში, რომლებიც განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში და სპორტის სამინისტროში.

რაც შეეხება მეორე პროექტს „შემოსე თანამოქალაქე“, სოციალურად დაუცველთათვის ტანსაცმლის მოტანა სპეციალურ ყუთებში შეიძლება ასევე სპორტის სამინისტროში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სამებაში. გარდა ამისა, სპორტის სასახლეში, რუსთავის გზატკეცილზე —247,  მოსკოვის გამზირზე წისქვილკომბინატთან, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე,  გია გულუას ქუჩაზე,  გმირთა მოედანზე.

ყველა ახალი ამბავი
0