აბიტურიენტები ხელმოკლე ოჯახებიდან ეროვნული გამოცდებისათვის უფასოდ მომზადებას შეძლებენ

© FB/"Небула"საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმა ნებულა
საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმა ნებულა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აბიტურიენტებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომლებსაც ზოგადი უნარების გამოცდისთვის მომზადება სურთ, დაახლოებით 47 დოლარი შეენახებათ. ეს ერთერთი ძირითადი საგანია, რომლის ჩაბარება საქართველოში არსებულ უმაღლესებში მოსაწყობად არის საჭირო.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან აბიტურიენტთა ზოგადი უნარების გამოცდისათვის ონლაინ მომზდებას დააფინანსებს. 

„ნებულას“ საგანმანათლებლო ონლაინ-პლატფორმაზე არსებული ზოგადი უნარების მომზადების სრული კურსის ღირებულება 100 ლარს შეადგენს (დაახლ. 46 დოლარი).

სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან აბიტურიენტთა რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყება და 1 სექტემბრამდე გაგრძელდება nebula.ge საიტზე. ამგვარად ისინი მომავალი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მომზადებას შეძლებენ.

ლიკა ლობჟანიძე - Sputnik საქართველო
აბიტურიენტი: მოსწავლეები იძულებულნი არიან რეპეტიტორებთან მოემზადონ

საქართველოში 38 ათასი აბიტურიენტიდან დაახლოებით 7 ათასი — სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არის.

წელს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომლებიც საქართველოს უმაღლესებში ჩასაბარებლად არის საჭირო, 1 ივლისს დაიწყება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაზე რეგისტრაცია 41,5 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. იმისთვის, რომ აბიტურიენტი სტუდენტი გახდეს, აუცილებელია სამი სავალდებულო საგნის — ზოგადი უნარების, ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის, ასევე ერთი დამატებითი გამოცდის წარმატებით ჩაბარება.


ყველა ახალი ამბავი
0