თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოში წვიმები გაგრძელდება, მაგრამ ჰაერის ტემპერატურა მაინც 30 გრადუსამდე აიწევს, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
31 მაისი
დასავლეთ საქართველო:
ზოგ რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელ–ჭექით. იქროლებს 10–15მ/წმ–ის სიმძლავრის ქარი.
• დაბლობში — ღამით მოსალოდნელია 12–17° სითბო, დღისით — 21–26°.
• მაღალ მთაში — ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 3–8°–მდე გათბება, დღისით კი — 13–18°–მდე.
აღმოსავლეთ საქართველო:
კვლავ იწვიმებს, მოსალოდნელია სეტყვა. იქროლებს 17-22მ/წმ ქარი.
• დაბლობში — ღამით მოსალოდნელია 10–15° სითბო, დღისით — 23–28°.
• მაღალ მთაში — ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება პლუს 1–6°, დღისით — 13–18°.
თბილისი:
ძირითადად უნალექოდ. იქროლებს 10–15მ/წმ–ის სიმძლავრის ქარი, რომელიც დროდადრო 17–22მ/წმ–მდე გაძლიერდება.
ღამით მოსალოდნელია 14° სითბო, დღისით კი — 26°.
1 ივნისი
დასავლეთ საქართველო:
ალაგ–ალაგ წვიმა და ელ–ჭექი. ქარის სიძლიერე წამში 10–15 მ–ს მიაღწევს.
• დაბლობში — ღამით 12–17° სითბო, დღისით — 24–29°.
• მაღალ მთაში — დღისით 2–7°, ღამით — 16–21°.
აღმოსავლეთ საქართველო:
ალაგ–ალაგ წვიმა ელ–ჭექით, მოსალოდნელია სეტყვა და 10–15მ/წმ სიმძლავრის ქარი.
• დაბლობში — ღამით მოსალოდნელია 12–17° სით ბო ნულს ზემოთ, ხოლო დღისით — 25-30° სითბო.
• მაღალ მთაში — ღამით 3–8°, დღისით — 15-20° სითბო.
თბილისი:
ღამით — 16° სითბო, დღისით 29°.
2 ივნისი
დასავლეთ საქართველო:
უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმა. ქარის სიჩქარე წამში 10–15მ–ს მიაღწევს.
• დაბლობში — ღამით ჰარის ტემპერატურა იქნება 13-18° ნულს ზემოთ, დღისით — 22–27°.
• მაღალ მთაში — ღამით 1–6°, დღისით — 13–18° სითბო.
აღმოსავლეთ საქართველო:
ხანმოკლე წვიმა ელ–ჭექით, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს 10–15 მ/წმ სიძლიერის ქარი, რომელიც დროდადრო 17–22მ/წმ–მდე გაძლიერდება.
• დაბლობში — ღამით 13–18°, დღისით — 22–27° სითბო.
• მაღალ მთაში — ღამით 3–8°, დღისით — 13–18° სითბო.
თბილისი:
ქარის სიმძლავრე — 10–15მ/წმ, დროდადრო — 17–22მ/წმ.
ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 17°, ხოლო დღისით — 28°.