ძლიერმა სეტყვამ ქვემო ქართლის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

© Flickr/ DMსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უამინდობამ აღმოსავლეთ საქართველოს სამი სოფელი დააზარალა, დაზიანებულია სოფელ დუმანისთან დამაკავშირებელი გზა. ამ დროისათვის მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. თეთრიწყაროს რაიონის მოსახლეობას ძლიერმა წვიმამ და სეტყავმ დიდი ზიანი მიაყენა.

განსაკუთრებით დაზარალდა სოფლები: ახალსოფელი, კლდეისი და ჭივჭავი.

სეტყვა - Sputnik საქართველო
სეტყვამ კვლავ ზიანი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოში სოფლებს

„ეს ე.წ. სარეზერვო გზაა, რამდენადაც  სოფელ დუმანისთან დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ის ხიდი სტიქიის შედეგად დაინგრა, რომელიც გასულ წელს მოხდა. ზიანის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ ჯერჯერობით სარემონტო სამუშაოების დასრულება ვერ ხერხდება. რაც შეეხება სარეზერვო გზას, ის დღის განმავლობაში აღდგება“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის სიტყვებს.

ამ დროისათვის ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, შესაბამის სამსახურები ტერიტორიის გაწმენსით სამუშაოებს ატარებენ.

ძლიერმა წვიმამდა სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზარალა ხეხილის ბაღები და სავარგულები. სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის ოდენობა დგინდება.

ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო ასევე დაზარალდა გორის რაიონის 20 სოფელი. როგორს გორის გამგეობის წარმომადგენლები იუწყებიან, სტიქიამ მოსავლის 20% გაანადგურა.

ყველა ახალი ამბავი
0