სეტყვამ კვლავ ზიანი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოში სოფლებს

© photo : Natalia Iskraსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსახლეობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა და ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვს.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ბოლო ორი დღის განმავლობაში გორისა და ქარელის რაიონებში 30-ზე მეტი სოფელი დაისეტყვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე ახალუბანში, მეჯვრისხევსა და ახრისში, სადაც სეტყვამ ბოსტნეული და სხვა ნათესები გაანადგურა. 

ზარალის ოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის. ადგილობრივების უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა. მოქალაქეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. 

სეტყვა - Sputnik საქართველო
ფერმერებს მოსავლის დაზღვევისაკენ მოუწოდებენ

დასეტყვილ სოფლებში მდგომარეობის შესასწავლად, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობის დადგენას ცდილობს. კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ გადაწყდება, რა სახის დახმარებას მიიღებენ დაზარალებული. 

ყველა ახალი ამბავი
0