საქართველოში წვიმები გრძელდება-კიდევ ერთი რეგიონი დაზარალდა

© Flickr / Colin Busbyსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაისში ძლიერმა ქარმა, წვიმებმა და სეტყვამ კახეთისა და შიდა ქარტლის რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა.

თბილისი. 29 მაისი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადიგენის რაიონის ორ სოფელში სეტყვამ წვიმასთან ერთად მოსავალი გაანადგურა, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ.

მაჭუტაძის სიტყვებით, გადაუღებელი წვიმების გამომ ნაპირებიდან გადმოსულმა დინარე ოწხიმ ადიგენის რაიონის სოფლები ვარხანი და უნწა დატბორა, სეტყვამ კი დარჩენილი მოსავალი გაანადგურა.

სეტყვა - Sputnik საქართველო
სეტყვამ კვლავ ზიანი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოში სოფლებს

„წაღებულია შინაური ფრინველი და პირუტყვი, დაიტბორა სახლები. ახლა მაშველები სახლებიდან წყლის ამოტუმბვას ცდილობენ, მაგრამ ისევ წვიმს“,- თქვა მაჭუტაძემ.

ცოტა ხნის წინ სეტყვისგან მცხეთა-მთიანეთის რეგიონი დაზარალდა, სადაც სატყვამ სოფელ ებნისში მთელი მოსავალი გაამადგურა. ძლიერი სეტყვისგან ასევე კაზეთისა და შიდა ქართლის რეგიონები დაზარალდა.

ყველა ახალი ამბავი
0