არასამთავრობოები საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრების შესახებ კანონპროექტის განხილვა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების გამო გადაიდო.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებმა საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრების მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის წინ აქცია გამართეს, იტყობინება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

„უმოქმედობა დანაშაულია!“ – ამ ლოზუნგით დღეს პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო სექტორის 30-მდე წარმომადგენელი მივიდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში 2015 წელს შესული კანონპროექტი თაროზეა შემოდებული.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ კანონპროექტის განხილვა, ოპტიმიზაცია და დამტკიცება დაუყონებლივ, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდეს, რადგან საგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობამ 2015 წელს 600 ადამიანს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის სასჯელი მკაცრდება

“ერთ მხარეს ჩვენ გვაქვს სრულიად სისხლიანი გზები. წელიწადში 600-მეტი გარდაცვლილი და 10 ათასზე მეტი დაშავებული და ევროპაში ვართ პირველ ადგილზე ამ საშინელი მაჩვენებლით. მეორე მხრივ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამას მშვიდად ადევნებს თვალყურს, როგორ იხოცებიან ჩვენი მოქალაქეები ჩვენს გზებზე. არც გეგმაა აქვს, არც სტრატეგია, არც ხედვა და ის პროგრამები, რაც კი სხვადასხვა  სამინსიტროს მხრიდან უნდა განხორციელებულიყო, ყველა გაჩერებულია და ყველა გადატანილია არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის,“ — განაცხადა საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა.

საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრების თაობაზე კანონპროექტი პარლამენტში გასული წლის ნოემბერში შევიდა. იგი გულისხმობს არა მარტო ჯარიმების გაზრდას სამართალდარღვევაზე არამედ ფარული პატრულირების შემოღებას და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოტანის აკრძალვას. ბოლო პუნქტმა საზოგადოებაში მასიური უკმაყოფილება გამოიწვია და კანონპროექტის განხილვა გადაიდო. 

ამასთან, საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, 2015 წელს ბოლო 8 წლის მანძილზე ავტოავარიების რეკორდული რაოდენა დაფიქსირდა — 6432, რომელშიც დაშავდა 9187 ადამიანი და დაიღუპა 602 ადამიანი. 2012 წლის შემდეგ ეს არის ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი. 


ყველა ახალი ამბავი
0