თბილისის ზოოპარკი 1 ივნისს ბევრ სიურპრიზს პირდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბავშვები
ბავშვები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ზოოპარკის ნორჩი დამთვალიერებლები შეძლებენ ფოკუსების შესწავლას, მხიარულ კონკურსებში მონაწილეობის მიღებას, ცირკისა და თოჯინების თეატრის წარმოდგენების ნახვას.

თბილისი. 29 მაისი — Sputnik. თბილისის ზოოპარკმა ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისათვის სხვადასხვა ღონისძიებები მოამზადა.

პირველ ივნისს ზოოპარკი ხუთ გასართობ ლოკაციად დაიყოფა. პროგრამაში შედის სხვადასხვა კონკურსები, შეჯიბრები, ტურნირები და კონკურსები.

ამ დღეს ზოოპარკში ილუზიონისტის შოუ და საცირკო წარმოდგენა გაიმართება, რომლის დროსაც ბავშვებს ფოკუსების შესრულებას და საცირკო ნომრების შესრულებას  ასწავლიან, საუკეთესოები კი სიგელებით დაჯილდოვდებიან.

დამთვალიერებლები ასევე თოჯინების თეატრისა და ჩრდილების თეატრის სპექტაკლების ნახვას შეძლებენ.

თბილისის ზოოპარკი - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკი 22 ახალ ბინადარს მიიღებს

გასართობ პროგრამაში ასევე მხიარული კონკურსები შევა: გუნდური თამაშები, ხილის ბურთულებით თამაშები, რბოლები, შეჯიბრები სამაგიდო ფეხბურთში და ჰოკეიში.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მთელს მსოფლიოში 1950 წლიდან აღნიშნავენ. მისი ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული.

გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთერთ  პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0