თბილისი, 28 მაისი — Sputnik. თბილისის ზოოპარკი, რომელიც ერთი წლის წინ წყალდიდობამ გაანადგურა, 22 ახალ ბინადარს მიიღებს საჩუქრად, რომელთაც საქართველოში 30 მაისს ჩამოიყვანენ, ნათქვამია ზოოპარკის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
ცხოველების პირველი ნაკადი ზოოპარკმა მარტში მიიღო რიგიდან. ესენი იყო ლამები, იაკი, აქლემი და ასევე თუთიყუშები.
ამჯერად ათ ზოლებიან მანგუსტს, შვიდ სამხრეთამერიკულ კოატისა და ორ ინდურ მაჩვზღარბას ელის თბილისის ზოოლოგიური პარკი დუისბურგისა (გერმანია) და პლანკენდეილის (ბელგია) ზოოპარკებიდან.
„უღრმეს მადლობას ვუხდით ჩვენს ევროპელ კოლეგების დახმარებისთვის. როგორც იცით, რიგის ზოოპარკმა უკვე გამოგვიგზავნა საჩუქრად 7 ცხოველი. ახლა 22 ახალი ბინადარი შემოგვემატება. მათ დასაბინავებლად ყველაფერი მზადაა. გარდა ამისა, ვასრულებთ ვოლიერების მშენებლობას იმ ცხოველებისთვის, რომლებსაც უახლოეს მომავალში მივიღებთ“, — აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
ცხოველებს განთიადზე თვითმფრინავით ჩამოიყვანენ.
შემდეგ ჯერზე თბილისის ზოოპარკი ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის ზოოპარკებისგან საჩუქრად მიიღებს ჰამადრილს, მაკაკებს, ვალაბებს, ტაპირებს, დეგუს, ემუსა, ფაფრიან ცხვრებსა და ხალიან ირმებს.