თბილისი, 18 მაისი — Sputnik. თბილისის ზოოპარკში ცოტა ხნის წინ ზებრა, პონი და შვიდი კვიცი დაიბადა, იუწყება ზოოპარკის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
„ამჟამად გვყავს ექვსი ზებრა, მათ შორის ახალდაბადებული, რომელიც ამ ქვეყანას სულ ცოტა ხნის წინ მოევლინა, ასევე პატარა პონი და შვიდი კვიცი, რომლებიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე იმყოფებიან“, — განაცხადეს ადმინისტრაციაში.
2015 წლის წყალდიდობისას დაზარალებულ თბილისის ზოოპარკს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის, ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ისრაელისა და თურქეთის ზოოპარკები ეხმარებიან.
რიგამ თბილისის ზოოპარკს მარტში ორი თუთიყუში არა — სახელად ჩაბულისი და ფილიპინა, სამი ლამა ალპაკა — თომასი, კარმენი და კამენა, იაკი პუპოლსი და აქლემი ვილი აჩუქა. მაისის ბოლოს ზოოპარკს ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან კიდევ ახალი ცხოველები შეემატებიან.