თბილისი, 29 მაისი, Sputnik. საინფორმაციო სააგენტოს და რადიოს Sputnik-ის ფოტოკორესპონდენტები კატეგორიაში „სიახლე/აქტივობა“(News/Action Category) სპორტული ფოტოსურათის Sportfolio Festival საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები გახდნენ.
გამარჯვებულთა ნამუშევრების გამოფენის გახსნის ფარგლებში დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ნარბონში (საფრანგეთი) 27 მაისს ჩატარდა, რომელიც 2016 წლის 19 ივნისამდე გაგრძელდება.
გრან-პრის მფლობელი გრიგორი სისოევი, კაზანში მამაკაცებს შორის სპორტის საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოს XVI ჩემპიონატში, ღია წყალზე 10 კმ დისტანციაზე უსამა მელულის(ტუნისი) ფოტოსურათისათვის გახდა.
ფოტოკორესპონდენტმა ვლადიმირ პესნიამ მეორე ადგილი დაიკავა ფოტოსურათისათვის, სადაც ტოკიოში ფიგურულ სრიალში გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატში ყინულზე ცეკვის თავისუფალ პროგრამაში გაბრიელა პაპადაკისი და გიომ სიზერონი (საფრანგეთი) გამოდიან.
ფოტოკორესპონდენტმა ალექსეი ფილიპოვმა მეოთხე ადგილი დაიკავა სურათისათვის, სადაც საკალათბურთო ევროლიგის „ოთხთა ფინალის“ საფინალო მატჩში საკალათბურთო კლუბის „რეალი“(ესპანეთი) მოთამაშე რუდი ფერნანდესი და „ოლიმპიაკოსის“(საბერძნეთი) მოთამაშე ოტელო ჰანტერი არიან აღბეჭდილი.
„Sputnik-ის ჩემ კოლეგებთან ერთად დიდი სპორტის სამყაროს მოვლენებს მუდმივად ვიღებთ, და ძალიან მსიამოვნებს, რომ სპორტული ჟურნალისტიკის პროფესიონალური ჟიურის წევრებმა ასეთი მაღალი შეფასება მოგვანიჭეს. სპორტული ღონისძიებების გადაღებებს თავისი დინამიკა ახასიათებს და განსაკუთრებულ უნარჩვევებს მოითხოვს. იმ განსაკუთრებული მომენტის აღბეჭდვა შენ მხოლოდ ერთხელ შეგიძლია.“,- აღნიშნავს Sputnik-ის ფოტოკორესპონდენტი გრიგორი სისოევი.
საერთაშორისო კონკურსი Sportfolio Festival —ეს სპორტული ფოტოსურათის კონკურსია. ამჟამად ეს სპორტული ფოტოსურათის პროფესიონალებისადმი მიძღვნილი ერთადერთი ფესტივალია, რომელიც სპორტული ფოტოგრაფის პროფესიის მნიშვნელობას ხაზს უსვამს. კონკურსი ყველა სპორტული ფოტოჟურნალისტისათვის ღიაა, რომელიც ნებისმიერ სპორტულ მოვლენას იღებს, დაწყებული დიდით დამთავრებული პატარათი. ჟიურის თავმჯდომარე ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო ფესტივალის Visa Pour l'Image დამფუძნებელი ჟან-ფრანსუა ლეროი გახლავთ.
Sputnik Images —საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს და რადიოს Sputnik-ის ფოტობანკია, რომლის მულტიმედიური საინფორმაციო ცენტრები ათეულობით ქვეყანაშია წარმოდგენილი. Sputnik მოიცავს საინფორმაციო პორტალებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, სოციალურ ქსელებში მობილურ აპლიკაციებსა და გვერდებს. Sputnik-ის სიახლეების ფირები სადღეღამისო რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე გამოდიან.
Sputnik-ის საიტები 30-ზე მეტ ენაზეფუნქციონირებენ, მათ შორის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, იტალიურ, ჩინურ, პოლონურ, პორტუგალიურ, სერბულ, თურქულ, ფრანგულ და ჰინდის ენაზე. Sputnik-ის საიტები მკითხველს მრავალფეროვან კონტენტს სთავაზობენ: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ ეთერებს, ინტერნეტ-კენჭისყრებს. ოპერატიული სიახლეების გარდა, Sputnik ასევე ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს აქვეყნებს.