Sputnik-ის ფოტოკორესპონდენტებმა კონკურსში Picture of the Year გაიმარჯვეს

© photo: Sputnik / Валерий Мельников ვალერი მელნიკოვი
ვალერი მელნიკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის ფოტოკორესპონდენტებმა კონკურსში Picture of the Year გაიმარჯვესSputnik-ის ფოტოკორესპონდენტებმა ვალერი მელნიკოვმა და ალექსეი ფილიპოვმა ფოტოგრაფიის საერთაშორისო კონკურსზე Picture of the Year International (POYi) სპეციალური პრიზები მოიგეს.

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. Sputnik-ის ორი სპეციალური კორესპონდენტის ნამუშევრებს ფოტოგრაფიის სფეროში საერთაშორისო კონკურს Picture of the Year International —ის (POYi)  ჟიურიმ მაღალი შეფასება მისცა. POYi-ს გამარჯვებულები გახდნენ ვალერი მელნიკოვი, რომელმაც კატეგორიებში „პორტრეტების სერია“ (Portrait Series) და „მულტიმედიური ახალი ამბების ისტორია (Multimedia News Story) სპეციალური პრიზი მოიგო და ალექსეი ფილიპოვი — კატეგორიაში „სპორტული მოვლენები“ (Sports Feature), რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულთა ფოტოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოფენებზე წარადგენენ. გამარჯვებულთა შორის ისეთი ცნობილი ფოტოგრაფები არიან, როგორებიცაა სკოტ სტრაზანტე (აშშ), ფრანჩესკო ზიზოლა (იტალია) და სხვები.

ვალერი მელნიკოვმა კონკურსზე პირველად წარადგინა ფოტოების სერია „მიწისქვეშ“ (Underground), რაც უკრაინის კონფლიქტს მიეძღვნა, რომელიც დღესაც გრძელდება. ფოტოსერიაში წარმოდგენილია დონბასის მცხოვრებლების პორტრეტები, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს დანგრეული სახლების სარდაფებში იმალებიან.

ჰოკეი ვეტლუგაში - Sputnik საქართველო
Sputnik-ის ფოტოკორესპონდენტი World Press Photo 2016-ის გამარჯვებულია

Sputnik-ის სპეციალური ფოტოკორესპონდენტი ვალერი მელნიკოვი: „შევეცადე, მოვლენების შესახებ ჩვეულებრივი მონათხრობის ჩარჩოებიდან გავსულიყავი, მინდოდა ამ კონფლიქტის მეორე მხარე მეჩვენებინა, რაზეც „ახალ ამბებში“ არ საუბრობენ. ჩემს ფოტოებში არ არის მოქმედება და თითქოს არაფერი ხდება. ესაა დონბასის უბრალო მცხოვრებლების სახეები, რომლებიც საკუთარი სახლების სარდაფებში გადარჩენას ცდილობენ. მაგრამ თითოეული სახის უკან თავისი ტრაგედია და მიუხედავად ყველაფრისა, გადარჩენის სურვილი იმალება“.

ნომინაციაში „მულტიმედიური ახალი ამბების ისტორია“ ვალერი მელნიკოვმა წარადგინა ვიდეოპროექტი „უკრაინის შავი დღეები“, რომელიც ფოტოგრაფ ანდრეი ლუბიმოვთან ერთად შეიქმნა. პროექტი ვალერი მელნიკოვის ფოტოების ამავე სახელწოდების სერიის საფუძველზე შეიქმნა, რომელმაც პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოები მიიღო: World Report Award 2015, Visual Storytelling Awards 2015, Sony WPA 2015, Days Japan International Photo Journalism Award 2015 და სხვა.

ალექსეი ფილიპოვის ფოტოზე „ფარიკაობა“ მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატზე რაპირებით ფარიკაობაში ქალთა შორის გუნდური პირველობის ფინალურ შეჯიბრებაზე იტალიელი მარტინა ბატინია გამოსახული.

Sputnik-ის სპეციალური ფოტოკორესპონდენტი ალექსეი ფილიპოვი: „ძალიან მიხარია, რომ ჟიურიმ ეს ნამუშევარი აღნიშნა. კონკურსში მონაწილეობა — ეს მხოლოდ შეჯიბრება არ არის, რამდენადაც დაკვირვება, რომელი მიმართულებით მოძრაობს პროფესია და ძალიან სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ სწორ ნაკადში იმყოფები“.

ალექსეი ფილიპოვის ფოტო "ფარიკაობა"
ალექსეი ფილიპოვის ფოტო ფარიკაობა - Sputnik საქართველო
ალექსეი ფილიპოვის ფოტო "ფარიკაობა"

კონკურსი Pictures of the Year International ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო ფოტოკონკურსია, რომელიც 1944 წელს დაარსდა. კონკურსის განსაკუთრებულობა მისი მრავალპლანურობაა — მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფოტოგრაფებს, ისე რედაქტორებს, გამომცემლობებს.

Sputnik Images – საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik —ის ფოტობანკია, რომელიც მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბები ათობით ქვეყანაშია წარმოდგენილი.

Sputnik-ი მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ახალი ამბების ლენტები მომხმარებლისთვის სადღეღამისოდ  ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე გამოდის. Sputnik —ის ვებგვერდები მკითხველს მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს — ინფოგრაფიკას, ვიდეოებს, ფოტორეპორტაჟებს, ცოცხალ ეთერსა  და ინტერნეტგამოკითხვებს სთავაზობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0