თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. Sputnik-ის ფოტოკორესპონდენტმა ვლადიმირ პესნიამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში World Press Photo 2016-ში პირველი ადგილი დაიკავა. ფოტოსურათების სერია „ჰოკეი ვეტლუგაში“ (Vetluga's Hockey), რომელმაც მას გამარჯვება მოუტანა ნომინაციაში „სპორტი“, ქალაქ ვეტლუგაში მოყვარული-ჰოკეისტების ცხოვრებასა და მათი თამაშის სტილს ასახავს.
საუკეთესო ფოტოგრაფის ტიტულისთვის 128 ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი, საერთო ჯამში 82 000 ფოტოგრაფი იბრძოდა. დაჯილდოების ცერემონია ამსტერდამში 2016 წლის 22-23 აპრილს გაიმართება. World Press Photo 2016-ის ლაურეატების ფოტოგამოფენა 45 ქვეყანაში გაიმართება. სპეციალური ფოტოკორესპონდენტი ვლადიმირ პესნია მანამდე რუსეთში გამართული ფოტოკონკურსების — სპორტული რუსეთი, გამარჯვების ენერგია, წერტილი რუკაზე და ფოტოჟურნალისტიკის განვითარების ფონდის პრემიის ლაურეატია.
World Press Photo —ს პრესტიჟული პრემია ყოველწლიურად ფოტოჟურნალისტიკის განვითარებისათვის გადაეცემათ.
Sputnik-ის სპეციალური ფოტოკორესპონდენტი ვლადიმირ პესნია: „უზომოდ ბედნიერი ვარ ამ გამარჯვების გამო. მოხარული ვარ, რომ შევძელი და მსოფლიოს ვაჩვენე სწორედ ის რუსეთი, რომელიც მე მიყვარს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამარჯვება ფოტოჟურნალისტიკის განვითარებისათვის ბევრს ნიშნავს“.
Sputnik Images – საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik —ის ფოტობანკია, რომელიც მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბები ათობით ქვეყანაშია წარმოდგენილი.
Sputnik-ი მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ახალი ამბების ლენტები მომხმარებლისთვის სადღეღამისოდ ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე გამოდის. Sputnik —ის ვებგვერდები მკითხველს მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს — ინფოგრაფიკას, ვიდეოებს, ფოტორეპორტაჟებს, ცოცხალ ეთერსა და ინტერნეტგამოკითხვებს სთავაზობს.