თბილისი, 29 მაისი — Sputnik. რუსეთის განზრახვაზე აღადგინოს ურთიერთობები თურქეთთან განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას. პუტინის თქმით, რუსეთი ანკარისაგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება, რომელსაც ის ჯერჯერობით არ დგამს.
სირიაში რუსული ბომბდამშენის Су-24-ის ჩამოგდების კომენტირებისას, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთი სირიაში ებრძვის ტერორისტულ ფორმირებებს და არა რეგულარულ არმიას.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ თურქული მხრიდან ამ ყველაფერს განმარტებები არ მოჰყოლია.
„ჩვენ არ მოგვისმენია ბოდიში და არც არანაირი მზადყოფნა ზარალის ანაზღაურებაზე. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები აღდგენაზე (ურთიერთობების). ჩვენც გვინდა ურთიერთობების აღდგენა. ისინი ჩვენ არ დაგვინგრევია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ათწლეულების მანძილზე რუსულ-თურქული ურთიერთობები პარტნიორობისა და მეგობრობის უპრეცედენტო დონეზე აგვეყვანა“, — თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ გარდა სურვილისა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე, ანკარამ რაღაც ქმედებებიც უნდა განახორციელოს ამ მიმართულებით.
„ჩვენ ვეკონტაქტებით თურქული მხარის წარმომადგენლებს, პარტნიორები გამოდიან სხვადასხვა არხებით. მათ ჩვენი პასუხი იციან. ჩვენ ველოდებით რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებს მათი მხრიდან. ჯერჯერობით არ ჩანს“, — აღნიშნა პუტინმა.