ევროპელებს თურქეთის ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივის არ სჯერათ

© photo: Sputnik / Дмитрий Виноградов / გადასვლა მედიაბანკშიПредвыборная агитация перед парламентскими выборами в Турции
Предвыборная агитация перед парламентскими выборами в Турции - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხული ევროპელებიდან ფრანგების მხოლოდ 17%-ს, გერმანელების 27%-ს და ბრიტანელების 38%–ს სჯერა, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება უახლოეს 10 წელიწადში.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. „Sputnik. მნენიას“ გამოკითხვის მონაცემებით, გამოკითხული ევროპელების თითქმის ნახევარი — 49% მიიჩნევს, რომ თურქეთი ევროკავშირში ვერასდროს შევა და თუ მაინც გახდება მისი წევრი, ეს 10 ან უფრო მეტი წლის შემდეგ მოხდება. ამ მოსაზრებას ემხრობა გერმანელების 58%, ფრანგების 55% და ბრიტანელების 33%. მონაცემები გამოქვეყნდა კვლევის შედეგების საფუძველზე, რომელიც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა კომპანია Ifop-მა და ბრიტანულმა კომპანია Populus-მა ჩაატარეს.

კითხვაზე „როდის გახდება თურქეთი ევროკავშირის წევრი“, გამოკითხვაში მონაწილე ფრანგების 17%-მა, გერმანელების 27%-მა და ბრიტანელების 38%-მა უპასუხა, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა უახლოეს 10 წელიწადში გახდება. კითხვაზე პასუხი ვერ გასცა დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 29%-მა, საფრანგეთის 28%-მა და გერმანიის მოსახლეობის 15%-მა.

გამოკითხვა დიდ ბრიტანეთში კვლევითმა კომპანია Populus-მა 2016 წლის 15-21 აპრილის პერიოდში ჩაატარა. საფრანგეთსა და გერმანიაში კი ფრანგულმა კვლევითმა კომპანია Ifop-მა 2016 წლის 14-18 აპრილის პერიოდში. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო დიდი ბრიტანეთის (1045), გერმანიისა (989) და საფრანგეთის (1008) მოსახლეობამ. შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით ასახავენ.

ევროპელებს თურქეთის ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივის არ სჯერათ
ევროპელებს თურქეთის ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივის არ სჯერათ - Sputnik საქართველო
ევროპელებს თურქეთის ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივის არ სჯერათ

ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. პროექტის პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და Forsa. „Sputnik.მნენიას“ პროექტის ფარგლებში ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0