მეცნიერები: მობილური ტელეფონის გამოსხივებამ ვირთხებს კიბო დამართა

© Fotolia / Marek Yuralaitsმობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რომ მობილურ ტელეფონს ადამიანისთვისაც შეუძლია მსგავსი ზიანის მიყენება, მაგრამ მაინც არ ღირს მისი გულის ჯიბით ტარება.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ამერიკის ფედერალური ტოქსიკოლოგიური პროგრამის მკვლევარებმა ვირთხები ელექტრომაგნიტური გამოსხივების გავლენის ქვეშ მოაქციეს, რაც მობილურ ტელეფონებს ახასიათებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ვირთხებს კიბო აღმოაჩნდათ.

ტვინის დეგრადაცია - Sputnik საქართველო
SOS: მეხსიერების დაქვეითება, სკანირებული კითხვა, ინტერნეტი და ტვინის დეგრადაცია

„მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ გამუდმებული ელექტრომაგნიტური გამოსხივების გავლენით, საცდელი მამალი ვირთხების 2–3% გულისა და ტვინის კიბოს იშვიათი   ფორმით ავადდებიან“, — იუწყება გაზეთი Huffington Post, რომელიც თავის მხრივ, კვლევებს ეყრდნობა.

ვირთხებს ელექტრომაგნიტური გამოსხივების ქვეშ ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურად 9 საათის განმავლობაში ამყოფებდნენ. კვლევაში ნათქვამია, რომ დედალი ვირთხები მამლებზე მეტად გამძლეები გამოდგნენ და ნაკლებად ავადდებოდნენ.

მეცნიერები არ ამტკიცებენ, რომ მობილურ ტელეფონს ასეთივე ზიანი შეუძლია მიაყენოს ადამიანსაც, თუმცა მაინც გვირჩევენ, აპარატები გულის არეს მოვარიდოთ და მოშორებით დავიჭიროთ, ვინაიდან რაც უფრო შორსაა ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყარო, მით ნაკლებია მისი გავლენა.

ყველა ახალი ამბავი
0