SOS: მეხსიერების დაქვეითება, სკანირებული კითხვა, ინტერნეტი და ტვინის დეგრადაცია

© ECONETტვინის დეგრადაცია
ტვინის დეგრადაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს პრობლემა მხოლოდ იმათ კი არ აწუხებთ, ვისაც ეს „ასაკით ეკუთვნის“, ანუ ხანშიშესულებს, არამედ  საშუალო და საშუალოზე ახალგაზრდა წლოვანების ადამიანებსაც.

სიცოცხლის გახანგრძლივების ინსტიტუტის დირექტორი ანდრეი სტაცკევიჩი

შეამჩნევდით, რომ ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტი ჩვენგანი უჩივის ტვინის მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ადამიანები ამბობენ, რომ ყურადღება ეფანტებათ, უჭირთ კონცენტრირება, აზრებისთვის თავის მოყრა და გადაწყვეტილების მიღება, ინფორმაციის დამახსოვრება, წიგნს ვინ დაეძებს, უბრალოდ დიდი ტექსტის წაკითხვაც კი… და ითხოვენ რამე ისეთს, რაც ტვინის მუშაობასა და მახსოვრობას გაუუმჯობესებთ.

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს პრობლემა მხოლოდ იმათ კი არ აწუხებთ, ვისაც ეს „ასაკით ეკუთვნის“, ანუ ხანშიშესულებს, არამედ საშუალო და საშუალოზე ახალგაზრდა წლოვანების ადამიანებსაც. ამასთან, ბევრი საერთოდაც არ ინტერესდება, რატომ ხდება ასე და ყველაფერს ავტომატურად მიაწერს სტრესს, გადაღლილობას, არაჯანსაღ ეკოლოგიას, ასაკს… მაგრამ ჩემს პაციენტებს შორის რომ არიან 70 წელს გადაცილებული ადამიანები, რომლებსაც საერთოდაც არ აწუხებთ ეს პრობლემები? მაშ, რა არის რეალური მიზეზი?

მიზეზი კი ისაა, რომ, მიუხედავად ათასგვარი არგუმენტისა, არავის, კატეგორიულად არავის სურს გაეთიშოს ოცდაოთხსაათიან საინფორმაციო „ჩართულობას“. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენი ტვინის ფუნქციის დაჩქარებული დაქვეითება იმ „ღირსშესანიშნავ“ დღეს დაიწყო, როცა „მუდმივ კავშირზე“ ყოფნა გადაწყვიტეთ. და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რის გამო გადადგით ეს ნაბიჯი — სამსახურებრივი აუცილებლობის, უსაქმურობის, ჩამორჩენილობისა თუ დაცინვის შიშის გამო.

უკვე 2008 წელს იყო ცნობილი, რომ საშუალო სტატისტიკური ინტერნეტმკითხველი ტექსტის 20%-ზე მეტს არ კითხულობს, დიდ აბზაცებს ხომ საერთოდაც თავს არიდებს. უფრო მეტიც, სპეციალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ „მუდმივ კავშირზე“ მყოფი ადამიანი ტექსტს კი არ კითხულობს, არამედ რობოტივით ასკანერებს — მონაკვეთიდან მონაკვეთზე გადახტომით ნაწყვეტ–ნაწყვეტ ინფორმაციას კრებს და მის ავკარგიანობას იმის მიხედვით აფასებს, რამდენად ღირს მისი სხვებისთვის საჯაროდ გაზიარება. თუმცა გაზიარება არა სამსჯელოდ, არამედ მხოლოდ ემოციის გამოსაწვევად, რომელსაც თან ანიმაცია და მოკლე ამოძახილ–რეპლიკაც ახლავს თან.

კვლევებისას დადგინდა, რომ ინტერნეტმკითხველი ტექსტს ლათინური F-ის თარგზე ავლებს თვალს. ანუ, ჯერ ორიოდე პირველ სტრიქონს კითხულობს, თანაც, ხანდახან ბოლომდეც კი, მერე შუა ნაწილზე ხტება, საიდანაც ასევე რამდენიმე სტრიქონს კითხულობს — ამჯერად უკვე, როგორც წესი, ნახევრად, ბოლოს კი სწრაფად გადადის დასასრულზე, რათა ნახოს, „მაინც რით დამთავრდა საქმე“.

© CARSA.RSკვლევებისას დადგინდა, რომ ინტერნეტმკითხველი ტექსტს ლათინური F-ის თარგზე ავლებს თვალს.
კვლევებისას დადგინდა, რომ ინტერნეტმკითხველი ტექსტს ლათინური F-ის თარგზე ავლებს თვალს. - Sputnik საქართველო
კვლევებისას დადგინდა, რომ ინტერნეტმკითხველი ტექსტს ლათინური F-ის თარგზე ავლებს თვალს.

სქემაზე წითელი ფერით აღნიშნულია ზონები, რომლებზეც მკითხველი ყველაზე მეტხანს ჩერდება, ყვითლით — სწრაფად თვალგადავლების ზონები, ხოლო ლურჯითა და ნაცრისფრით — ზონები, რომლებიც საერთოდ არ იკითხება.

ამიტომაა ინტერნეტით ინფორმაციის მიწოდების ყველაზე მეტად ეფექტური მეთოდი ამობრუნებული პირამიდის პრინციპი (ანუ, რაც ქვემოთ — მით ნაკლები), რა დროსაც უნდა გამოიყოს საკვანძო სიტყვები (რათა მკითხველს ესმოდეს, რა არის მნიშვნელოვანი და რა — არც ისე) და თითო აბზაცში მხოლოდ ერთი აზრი გაიხსნას. მხოლოდ ამ გზით შეიძლება შევაჩერებინოთ მკითხველს ყურადღება ერთ გვერდზე მაქსიმალურად დიდხანს.

თუ გვერდის ბოლოსკენ ინფორმაცია კი არ იკლებს, არამედ იმატებს, ასეთ გვერდზე თითო–ოროლა მკითხველი თუ შეჩერდება.

ინფორმაციის აღქმის პრობლემას ყველა რანგისა და სპეციალობის ადამიანი უჩივის — დაწყებული მაღალკვალიფიცირებული პროფესორებით, დასრულებული სარეცხი მანქანების ხელოსნებით.

საზოგადების უმრავლესობას დიდი ტექსტების წაკითხვა უჭირს, აღარაფერს ვამბობთ წიგნებზე. ადამიანებს სამ–ოთხ აბზაცზე დიდი ბლოგ–პოსტებიც კი რთულად აღსაქმელად, მოსაბეზრებლად და უინტერესოდ ეჩვენებათ. ამიტომ არც კი ცდილობენ, რომ შინაარსს ჩასწვდნენ.

ის ადამიანებიც კი, რომლებსაც კითხვის უნარი ზედმეტად კარგად აქვთ განვითარებული (წარსულში), ამბობენ, რომ მთელი დღე ინტერნეტში ხეტიალის შემდეგ არაფრით აღარ შეუძლიათ ძალიან, ძალიან საინტერესო წიგნის ერთი გვერდის წაკითხვაც კი, ვინაიდან ეს მათთვის უკვე წამებაა.

წამება კი იმიტომაა რომ:

1. ვერ ვწყვეტთ ტექსტის სკანირებულად კითხვასა და მასში საკვანძო სიტყვების ძებნას;

2. ვეღარ აღვიქვამთ რთულ სინტაქსს, რაც კლასიკურ თუ სამეცნიერო ლიტერატურას ახასიათებს.

სწორედ ამიტომ ერთი წინადადების რამდენჯერმე გადაკითხვა გვიწევს, რაც გამაღიზიანებელია.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ინტერნეტში მუდმივი ჩართულობის გამო მკვეთრად უარესდება ერთხელ უკვე წაკითხულთან დაბრუნებისა და მისი ხელახლა გააზრების, ახლებურად გაანალიზების უნარი, ჩლუნგდება წარმოსახვის უნარი. საქმეს ართულებს ისიც, რომ ადამიანების 80% ინტერნეტში მხოლოდ ისეთ ინფორმაციებს ეცნობა, რომელთაც არანაირი კულტურული ღირებულება არ გააჩნიათ.

არსებობს მოსაზრება, რომ რთული ტექსტის ეფექტურად აღქმის, სერიოზული ლიტერატურის კითხვის უნარი მალე ელიტარულ პრივილეგიად იქცევა, რაც მხოლოდ ადამიანთა განსაკუთრებულ კასტას შეეძლება. ეს იდეა არახალია, ვინაიდან უმბერტო ეკო უკვე გვთავაზობდა თავის რომანში „ვარდის სახელი“, რომ ბიბლიოთეკაში მხოლოდ ისინი შევუშვათ, ვისაც რთული საკითხების აღქმა შეუძლია, დანარჩენები კი მხოლოდ ინტერნეტბანერებით დაკმაყოფილდნენ.

მოკლედ, არავითარ აბებს, არავითარ საკვებ დანამატებს, არავითარ დიეტებს და არავითარ „ტვინის ექიმებს“ არ შეუძლიათ ტვინის დეგრადაციის შეჩერება. ეს მხოლოდ ერთითაა შესაძლებელი: უნდა შევწყვიტოთ ინფორმაციის დამუშავების სისტემის ნაგვით ავსება და ტვინი მხოლოდ სასარგებლო ინფორმაციით დავტვირთოთ.

© FL/yoggy0ამ მოწყობილობებით თქვენ ტვინში უწყვეტ ნაკადად შეედინება ათასგვარი ნაგავი, რაც „საბორტო კომპიუტერს“ იმდენად გიბინძურებთ, რომ მხოლოდ ყველაზე პრიმიტიული, დაბალკვალიფიციური სამუშაოს შესასრულებლადღა ვარგიხართ.
ამ მოწყობილობებით თქვენ ტვინში უწყვეტ ნაკადად შეედინება ათასგვარი ნაგავი, რაც „საბორტო კომპიუტერს“ იმდენად გიბინძურებთ, რომ მხოლოდ ყველაზე პრიმიტიული, დაბალკვალიფიციური სამუშაოს შესასრულებლადღა ვარგიხართ.  - Sputnik საქართველო
ამ მოწყობილობებით თქვენ ტვინში უწყვეტ ნაკადად შეედინება ათასგვარი ნაგავი, რაც „საბორტო კომპიუტერს“ იმდენად გიბინძურებთ, რომ მხოლოდ ყველაზე პრიმიტიული, დაბალკვალიფიციური სამუშაოს შესასრულებლადღა ვარგიხართ.

ეს ძალზე რთული პროცესია, ზოგიერთებისთვის კი სულაც შეუძლებელი, ვინაიდან მათმა მატარებელმა, როგორც იტყვიან, უკვე ჩაიარა.

კიდევ ერთხელ მოკლედ:

1. სმარტფონები, აიპადები და სხვები, რაც ინტერნეტში მუდმივ ჩართულობას უზრუნველყოფს და რომელთა გარეშეც ახლა საპირფარეშოებშიც ვეღარ დადიხართ, თქვენ პრაქტიკულად მოდუნებულ, აპათიურ დებილად გაქცევთ, რომელსაც არც ფიქრი შეუძლია და არც ანალიზის უნარი აქვს. და ეს მაშინ, როდესაც თქვენ საწინააღმდეგოში ხართ დარწმუნებული და გგონიათ, რომ ეს გაჯეტები თქვენს  ცხოვრებას უჩვეულოდ მოსახერხებელს ხდის, რომ მათი მეშვეობით საოცრად „თანამედროვე“ ხდებით, ვინაიდან ყველაფრის საქმის კურსში ხართ.

2. ამ მოწყობილობების წყალობით თქვენ ტვინში უწყვეტ ნაკადად შეედინება ათასგვარი ნაგავი, რაც თქვენს „საბორტო კომპიუტერს“ იმდენად აბინძურებს, რომ მხოლოდ ყველაზე პრიმიტიული, დაბალკვალიფიციური სამუშაოს შესასრულებლადღა ვარგიხართ. არც ლაპარაკი შეგიძლიათ წესიერად, არც წერა და არც კითხვა. თქვენი ლექსიკონი მწირია და მხოლოდ სიტყვა–პარაზიტებს შეიცავს. როცა ვინმეს რამეს უყვებით, სიტყვებს ეძებთ, ხოლო როცა უსმენთ ვინმეს, მალე კარგავთ საუბრის ძაფს და მოწყენილობისგან მთქნარებას იწყებთ. წერა არ შეგიძლიათ, ვინაიდან თითოეულ სიტყვაში შეცდომას უშვებთ, ხოლო პუნქტუაციის ნიშნები არც კი გინახავთ ახლოდან. სამაგიეროდ მაგარ სელფებს იღებთ და „ვაიბერითა“ და „ვოთს აფითაც“ გადასარევად სარგებლობთ.

3. ერთი სიტყვით, ისმინეთ ცუდი ამბავი: მობილური კავშირი მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში უნდა გამოიყენოთ, დანარჩენ დროს გაჯეტი უბრალოდ უნდა გამორთოთ.

4. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ირგვლივმყოფთ, რომლებიც ამას ვერ გაგიგებენ და გეტყვიან, გაგირეკიაო. გახსოვდეთ, თქვენ ინფორმაციული თავდასხმის ობიექტი ხართ და თავი უნდა დაიცვათ.

© FL/shellacთავიდან ისწავლეთ წიგნების კითხვა — ნამდვილი, ქაღალდის წიგნებისა, სანამ...
თავიდან ისწავლეთ წიგნების კითხვა — ნამდვილი, ქაღალდის წიგნებისა, სანამ...  - Sputnik საქართველო
თავიდან ისწავლეთ წიგნების კითხვა — ნამდვილი, ქაღალდის წიგნებისა, სანამ...

5. და, ბოლოს, თავიდან უნდა ისწავლოთ წიგნების კითხვა — ნამდვილი, ქაღალდის წიგნებისა! საათობით კი არ უნდა ასკანეროთ თვალით მობილური მოწყობილობები, წიგნები უნდა იკითხოთ. გაგიძნელდებათ, მაგრამ მაინც სცადეთ. დაიწყეთ ნახევარი გვერდით და შემდეგ თანდათან მოუმატეთ. გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზმი ყველანაირად გაგიწევთ წინააღმდეგობას — იქნებ გულისრევა და  თავბრუსხვევაც დაგეწყოთ, ოღონდ ტვინი არ გადაგეღალოთ, მაგრამ უნდა გაუძლოთ.

წარმატებას არ გისურვებთ, ვინაიდან ეს ის არ არის, რაც თქვენ გჭირდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0