WinExpo Georgia მეცხრედ უმასპინძლებს სტუმრებს

© photo: Sputnik / Denis Aslanovღვინის ფესტივალი მთაწმინდაზე
ღვინის ფესტივალი მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც მეღვინეობის სრულ სპექტრს წარმოადგენს.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 3–5 ივნისს ღვინის მე–9 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2016 გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ქართული ღვინისა და ყველის საუკეთესო ნიმუშები.

ქართული ღვინო ჰონკონგში - Sputnik საქართველო
ქართულმა ღვინის კომპანიამ ჰონკონგიდან ოქროს თასი ჩამოიტანა

ღონისძიებაში ღვინის 70 კომპანია მიიღებს მონაწილეობას საქართველოდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან, ნათქვამია „ექსპო ჯორჯიას“ განცხადებაში.

ეს საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც მეღვინეობის სრულ სპექტრს წარმოადგენს: ალკოჰოლურ მასალებს, საწარმოთა აღჭურვილობას, შესაფუთ ტექნოლოგიებს, შუშის ტარასა და აქსესუარებს.

ღვინის ცნობილი მწარმოებლების გვერდით გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან მცირე საოჯახო მარნებიცა და ქვევრის ღვინოებიც.

კნუტ ჰამსუნი - Sputnik საქართველო
ადამიანები იქ უფრო ლამაზები, ღვინო უფრო წითელი, მთები კი უფრო მაღალია...

გამოფენის ფარგლებში 3–4 ივნისს ასევე ჩატარდება ღვინის საერთაშორისო კონკურსი 8th International Wine Award. წარმოდგენილ ნიმუშებს ენოლოგთა საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფი შეაფასებს. ჟიური ცნობილი სპეციალისტებითა და ღვინის ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული. მისი თავმჯდომარე ბრიტანელი ტიმ ატკინი გახლავთ.

სამი დღის განმავლობაში სტუმრები და მოანწილეები ლევამ მოსიაშვილის გამოფენასაც დაესწრებიან, სახელწოდებით „ღვინის ხელოვნება“. გამოფენა პავილიონის მე–11 დარბაზში მოეწყობა.

გამოფენის ორგანიზატორია „ექსპო ჯორჯია“, მხარდამჭერია სოფლოის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

ყველა ახალი ამბავი
0