თბილისი, 27 მაისი — Sputnik. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის ხელისუფლება აპირებს უმუშევრობის დონის შემცირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
პარასკევს სხდომაზე საქართველოს მთავრობამ აღნიშნული პროგრამა დაამტკიცა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უმუშევართა გადამზადება მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების სახელმწიფო გეგმის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
„ეს იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობაზე დაფუძნებული ერთერთი ყველაზე მასშტაბური მოდელი, რადგანაც დამსაქმებლები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სამუშაოს მაძიებელთა არამარტო შერჩევისა და გასაუბრების პროცესში, არამედ მათ პროფესიონალურ გადამზადებაში“,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს იქნება ძალიან მაღალი წარმატების პროექტი, რადგან მას რეალური შესაძლებლობები ექნება.